Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ადვოკატი: ,,ფოტოსესიები ძირითადად გორში ტარდებოდა, თუმცა მშობლებმა არ იცოდნენ"
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის მასალების დამზადებისა და ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულ 7 მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა.

დაკავებულებს შორის არიან ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობლები, რომელთა ინტერესებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იცავს.

„ჩემ დაცვის ქვეშ მყოფებს მსგავსი დანაშაული არ უდასტურდებათ. მათ არც თანხა აქვთ აღებული და მათთვის ისიც უცნობი იყო, თუ რა სურათებს უღებდა. თავიდან რაზეც იყო დათანხმება, ფოტოსესიაზე, ეს იყო სტუდიაში გადაღებული ჩვეულებრივი სურათები. ამის შემდეგ გაგრძელდა ფოტოსესია, სადაც ბავშვი დადიოდა უბრალოდ და მშობლებისთვის უცნობი იყო, შიგნით რა ფოტოსურათების გადაღება ხდებოდა“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში მხოლოდ რამდენიმე ფოტოსესია ჩატარდა და ძირითადად გორში ტარდებოდა.

„თავიდან იყო საუბარი, რომ სხვადასხვა გარემოების გამო იღებდნენ, მაგრამ კონკრეტულად რეკლამისთვის ჩვენთან მიმართებით არ ყოფილა. შეიძლება, სხვას უთხრეს. ორი წლის განმავლობაში არის გადაღებული. ორი წელი არის ძალიან დიდი დრო. ორი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე ფოტოსესია არის გადაღებული. მშობლები მხოლოდ პირველზე არიან დასწრებული“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მშობლები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ფოტოები სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო.

„ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ადამიანები არ აცნობიერებდნენ, რომ სადმე უნდა გამოქვეყნებულიყო. უღებდნენ ფოტოებს, რომლებიც ბავშვსაც მოჰქონდა და იმაში არაფერი იყო, მშობელს რომ ეჭვი გასჩენოდა. ბავშვი ყოველი ფოტოსესიის შემდეგ ხან „ფეისბუქზე“ დებდა სურათებს, ხან მიჰქონდა და იქ ჩვეულებრივი სურათები იყო. იმის იქით თუ რამე სურათს უღებდა ის ადამიანი და ბავშვიც მალავდა, ეს არ იცოდა მშობელმა. ჩვენთან მიმართებით თანხის აღება არ არის დადასტურებული, რომ აეღოს. ერთს ეუბნებიან, რომ 3 000 არის აღებული თანხაო, მაგრამ ჩვენთან მიმართებით არ აუღია არც ერთ მშობელს“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში 8 პირი დააკავეს. ფაქტზე სულ 11 ადამიანს წაუყენეს ბრალი. მათ შორის, უცხოეთის 2 მოქალაქეს.

იხ. ამავე თემაზე:

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 8 მოქალაქე გორის 3 სოფელში დააკავეს

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.