Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ხაშურში ქუჩის წარწერების გამო მოქალაქეს უჩივლეს
ხაშურის სამედიცინო დაწესებულება ,,ევექსის" ხელმძღვანელობამ მოქალაქე ბაჩო ხმალაძის დაჯარიმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მოქალაქემ ქალაქში გაკეთებული წარწერებით, იერსახე დაამახინჯა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ „ევექსის“ მოთხოვნა, დაჯარიმების კუთხით, არ დააკმაყოფილა, თუმცა მოქალაქე ბაჩო ხმალაძეს სიტყვიერი გაფრთხილებას მისცეს.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, ბაჩო ხმალაძემ ხაშურის „ევექსის“ საავადმყოფოს კედლებსა და მისასვლელთან შემდეგი სახის წარწერები გააკეთა: „ნუ შეხვალ მოკვდები“ , „სასაკლაო“. ამის გამო საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ხმალაძეს უჩივლა და მის ადმინისტრაციული წესით დასჯას ითხოვდა.

Qartli.ge ბაჩო ხმალაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ დააწერა სამედიცინო დაწესებულების კედლებზე მსგფავსი შინაარსის წარწერები.

„20 აგვისტოს ჩემი ძმა გაითიშა, სასწრაფო გამოვიძახეთ და ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა თქვა, რომ რადიკულიტი გათიშავდაო. თავს რომ წევდა, ითიშებოდა. სისხლის ანალიზი აუღეს, ანალიზისთვის აღებული სისხლი დაკარგეს. 5 საათი იწვა საავადმყოფოში. წელზე უნდა გადაეღოთ, მაგრამ აპარატურა არ ჰქონდათ. მერე თქვეს, რომ აპარატით გადაგვეღო თავი და წელი. ხერხემალზე მალების დაშორება დაუდგინეს. 2-3 დღე იწვეს სახლში და გამოჯანმრთელდებაო, ეგრე გვითხრეს. საავადმყოფოდან გაწერა დააპირეს, ფეხზე წამოდგა თუ არა, ისევ გაითიშა. რეანომობილსაც არ იძახებდნენ რომ თბილისში გადაგვეყვანა. ამას დაპირისპირება მოჰყვა, რის გამოც ექიმებმა საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახეს. ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენი სახსრებით ჩემი ძმა რეანომობილით დედაქალაქში გადავიყვანეს. რკინიგზის ჰოსპიტალში მივიყვანეთ. სამედიცინო კვლევების შემდეგ, ჩემ ძმას თავში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა. ხაშურელი ექიმების უცოდინარობა ჩვენ 5 000 ლარამდე დაგვიჯდა. როდესაც ჩამოვედი და თბილისელი ექიმების დიაგნოზი ვაჩვენე, პასუხი არაფერი უთქვამთ. მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს და ვითარებაში გარკვევა ვთხოვე, მითხრეს დაგიკავშირდებოთი, მაგრამ არავინ დამკავშირებია,“- აცხადებს ბაჩო ხმალაძე.

,,ევექსის" ადმინისტრაციის ცნობით, მათთვის უცნობია, თუკი თბილისის სხვა სასამართლომ სხვა დიაგნოზი დასვა და არ ეთანხმებიან ბრალდებას. ,,როცა გავეცნობით იმ დასკვნას, მაშინ გავაკეთებთ კომენტარს" - გვითხრეს ,,ევექსში"

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.