Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ადვოკატებს უსასრულოდ ალოდინებენ
წინასწარი დაკავების გორის იზოლატორში ადვოკატებს თავისუფლად შესვლის საშუალება არ ეძლევათ. ამის შესახებ qartli.ge-ს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, შეხვედრების ოთახში იმ დრომდე არ უშვებენ, ვიდრე შენობიდან სხვა ადვოკატი ან გამომძიებელი არ გამოვა.

,,დღეს, საათნახევარი ველოდი, მაგალითად, საპატრულო პოლიციის გამომძიებელს, რომელიც დაკითხვაზის საწარმოებლად შიგნით იმყოფებოდა. ვიდრე ერთი ადამიანი არ მორჩება თავის საქმეს, დაკავებულთან სხვა ვერ შევა. მოგეხსენებათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ისეთი პირები იმყოფებიან, რომელთაც ჯერ ბრალი წაყენებული არა აქვთ ან მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები. ასეთ დროს, თითოეულ წუთსა და საათს დიდი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირ ირღვევა დაცვის უფლება, ირღვევა როგორც დაკავებულის, ასევე, მისი ინტერესების დამცველის" - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

თამარ თედლიაშვილი განმარტავს, რომ ისეთ დაწესებულებაში, რომელიც გორში მდებარეობს, უფრო უკეთესი პირობები უნდა არსებობდეს.

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაცვის უფლების შეზღუდვის შესახებ არაფერია ნათქვამი.

,,2018 წელს გამოწვევა იყო 14 დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო პუნქტების არქონა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორების (ჯამში 29 იზოლატორია) ნახევარია. გამოვლინდა იზოლატორებში კადრების ნაკლებობის პრობლემაც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ 21 დროებითი მოთავსების იზოლატორში არ ჰყავთ ქალი თანამშრომლები, რაც იზოლატორში მოსათავსებელი ქალების პირადი დათვალიერებისას, პრობლემას წარმოშობს. რიგი იზოლატორები არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციითა და განათებით; არადამაკმაყოფილებელია სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობა; იზოლატორის საკნებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარიული კვანძი. ეს განსაკუთრებით პრობლემურია ორ და მეტ ადგილიან საკნებში, სადაც შესახლებულ პირს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვა პირის/პირთა თანდასწრებით უწევს. იზოლატორებში თითოეული დაკავებული პირი უზრუნველყოფილია მხოლოდ მშრალი სასურსათო ულუფით, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა." - აღნიშნულია ანგარიშში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.