Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორის მარათონში გამარჯვებულებისთვის დეპუტატმა მაკრახიძემ 1200 ლარი გაიღო
გორის მარათონში გამარჯვებულებისთვის ფულადი პრიზების გადასაცემად პარლამენტარმა იოსებ მაკრახიძემ 1200 ლარი გამოყო. ამის შესახებ დაჯილდოების ცერემონიალზე გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ლიკა შამუგიამ განაცხადა.

პირველ და მესამე ადგილებზე გასულ გოგონებსა და ვაჟებს თანხა შემდეგი ოდენობით გადაეცა: I ადგილი - 300 ლარი, II ადგილი - 200 ლარი, III ადგილი - 100 ლარი. ადგილები გოგონებმა და ვაჟებმა ცალ-ცალკე გადაინაწილეს.

პრიზები დააწესა ასევე რესტორანმა ,,ბლექ-სთარმა", სადაც გამარჯვებულებს უფასო სადილი ელით. გამარჯვებულები დააჯილდოვა ასევე, სილამაზის სალონებმა: ,,ვიპ სალონმა", ,,გოლდმა" და  ,,ბიუთი ართმა",  ვაუჩერებით.



გორში ჩატარებულ გარბენში სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა დაახლოებით 5 კმ მანძილი გაირბინეს.

შეჯიბრება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

მარათონის მონაწილეებმა სტარტი კულტურის პარკ ,,ახალბაღიდან" აიღეს და გაიარეს გურამიშვილის, თამარ მეფის, სტალინის, ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩები.

გამარჯვებული მონაწილეები მოპოვებული საპრიზო ადგილების გათვალისწინებით 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდნენ.

ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა. “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.