Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორში მოსწავლეებს საგზაო წესებს ასწავლის პედაგოგი, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს
,,ვესაუბრე უკვე სკოლის დირექტორს და დღეიდან საათები აღარ ექნება" - ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მას შემდეგ განგვიცხადა, როდესაც საკითხით დავინტერესდით.

რესურსცენტრის ხელმძღვანელს ვაცნობეთ, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, მე-11 კლასელებს საგზაო წესებისა და უსაფრთხოების საგანს ასწავლის პედაგოგი, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს.

რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნული ინფორმაცია საკითხის გარკვევის შემდეგ დაგვიდასტურა და განმარტა, რომ სკოლის დირექტორმა მანამდე შესაბამისი სპეციალისტები მოიძია, თუმცა ხურვალეთის სკოლაში მუშაობის დაწყება არავინ ისურვა:

,,დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სკოლის არც სხვა მასწავლებლებს გამოუთქვამთ სურვილი, რომ ეს საგანი ესწავლებინათ. ვგულისხმობ იმ პედაგოგებს, რომლებსაც მართვის მოწმობა აქვთ. მართალია, კანონი არ ავალდებულებს დირექტორს მიიწვიოს მხოლოდ მართვის მოწმობის მქონე პედაგოგი, თუმცა ჩემი აზრით, დღეს, დირექტორი სწორად მოიქცა, რაკი უარი თქვა საათებზე" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

ხურვალეთის საჯარო სკოლაში საგზაო წესებისა და უსაფრთხოების საგანს, დღემდე, სკოლის დირექტორი ასწავლიდა.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, qartli.ge დაინტერესდა რამდენიმეს სკოლით.

ერგნეთის საჯარო სკოლაში გვითხრეს, რომ სპეციალისტი ტირძნისის სკოლიდან მიიწვიეს, ტყვიავის და მერეთის საჯარო სკოლებში საგანი სხვა პედაგოგებს აქვთ შეთავსებული. სკრის საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგი ასწავლის, ხიდისთავის სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მათი პედაგოგის წყალობით გასულ წელს მართვის მოწმობის გამოცდა ყველა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა:

,,ეს ჩვენი პედაგოგის დამსახურებაა, რომელიც თავად მართავს მანქანას არჩვეულებრივად" - გვითხრა პედაგოგმა. სკრის სკოლის გარდა, ზემოთჩამოთვლილ სკოლებში საგზაო წესებისა და უსაფრთხოების საგანს ქალბატონები ასწავლიან.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.