Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ცხინვალის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალიევა აცხადებს, რომ მიმდინარეობს შიდა გამოძიება კვების პრობლემებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო. ზალინა ლალიევი აცხადებს, რომ დღეს არც ერთმა პატიმარმა თქვა უარი ჭამაზე, თუმცა, განმარტა, რომ შიდა მოკვლევა მაინც გრძელდება.

ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია პატიმრების შიმშილობის შესახებ. მოქალაქეები წერდნენ, რომ მათი ახლობელი მსჯავრდებულები აპროტესტებდნენ ციხეში არსებულ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია კვებასთან.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ცხინვალის ციხეში ე.წ. პარლამენტის წევრებიც მივიდნენ.

ციხის ზედამხედველმა, სოსლან ჯიოევმა განაცხადა, რომ პატიმრები სინამდვილეში აპროტესტებენ ახალ მოთხოვნებს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დანერგეს:

,,ახალი კოდექსის მიხედვით, შემცირდა საკვების შეგზავნის ფაქტები, ასევე, პაემნები. სწორედ, ამან გამოიწვია პატიმრების უკმაყოფილება" - განუცხადა სოსლან ჯიოევმა ჟურნალისტებს.

საგანგებო ბრიფინგი გამართა ცხინვალის ციხის საავადმყოფოს მედპერსონალმა. ექიმა ჩანაწერთა წიგნები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ციხის არც ერთ პატიმარს მწვავე ტუბერკულიოზი არ გააჩნია.

კიდევ ერთი დეტალი, რითიც პატიმრების უკმაყოფილება დასტურდება, გამოსასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელის, ლევ გუჩმაზოვის განცხადება. მან აღნიშნა, რომ პატიმრება დაინახეს, თუ როგორ გვიდა ეზოს მზარეული.

პატიმრება აღნიშნეს, რომ მზარეული ეზოს არ უნდა გვიდეს და ანტისანიტარია არ უნდა შეჰქონდეს სამზარეულოში. დე-ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მზარეული დროებით დათხოვნილია სამსახურიდან გამოძიების დასრულებამდე.

ცხინვალის ციხეში ამჟამად 56 პატიმარი იხდის სასჯელს. აქედან, ერთი პატიმარი ქართველია.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.