Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
3 ოქტომბრიდან ,,ნატოს დღეები 2019" იწყება
3 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

ნატოს დღეების მნიშვნელობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ისაუბრეს.

„წლევანდელი ნატოს დღეები, გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით. მის ფარგლებში თბილისში და საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია 70-მდე ღონისძიების ჩატარება. საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და სხვა“, - აღნიშნა თამარა წულეისკირმა ჟურნალისტებთან.

„ნატო მსგავს ღონისძიებებს ატარებს სხვა პარტნიორ ქვეყნებშიც, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ასე ხანგრძლივად და მასშტაბურად მიმდინარეობს ნატოს დღეები. მოხარული ვარ, რომ ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად ვართ ჩართული, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ყველა ვხედავთ, წლების განმავლობაში როგორ გაიზარდა და გაფართოვდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. აღნიშნული ღონისძიებებით გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებული შედეგების შესახებ,“ - განაცხადა როზარია პუგლისმა ჟურნალისტებთან.

აღსანიშნავია, რომ ნატოს დღეები 2019 დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერის შეხვედრით გაიხსნება, ხოლო დახურვით ღონისძიებას წარმოადგენს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი, რომელიც სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან სადისკუიო პლატფორმას წარმოადგენს.

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.