Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
,,ტყიდან ხმები ისმის" - ჩორჩანა-წნელისს შორის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ მუშაობენ
საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები ჩორჩანას სიახლოვეს ისევ მუშაობენ.
ინფორმაცია Qartli.ge-ს ხაშურის მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ვაჟა ლომიძე აცხადებ,ს რომ ოკუპანტები აგვისტოდან მოყოლებული აქტიურ
სამუშაოებს აგრძელებენ, თუმცა რას აკეთებენ, ლომიძემ არ იცის.
„ტყიდან ხმები ისმის, მათ შორის მძიმე ტექნიკაც მუშაობს, რას აკეთებენ არ ვიცი, ჩვენი სოფლიდან არ ჩანს. აგვისტოს დასაწყისში რომ გამოჩნდნენ, მას შემდეგ არ გაჩერებულან. ერთი საგუშაგო გაკეთებულია, ასევე რამდენიმე ადგილია მონიშნული, სადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშებია აღმართული“- აცხადებს ვაჟა ლომიძე.
ჩორჩანას ტყეში საოკუპაციო ძალების მესაზღვრეები 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდნენ, მათ ხეები ყვითელი საღებავებით შეღებეს. ამის შესახებ ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-მ გაავრცელა.
რამდენიმე თვეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტყეში გზა გაიყვანეს და საგუშაგო დადგეს. ამ ყველაფერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა, ისინი საგუშაგოს დემონტაჟს ითხოვდნენ, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ოკუპანტების მოთხოვნას არ დათანხმდა.
ოსურმა მხარემ, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები შეაჩერა, ამის სანაცვლოდ სოფელ ერგნეთში მხოლოდ ტექნიკური შეხვედრები ჩატარდა, თუმცა მხარეები საგუშაგოების დემონტაჟზე ვერ შეთანხმდნენ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |