Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ერიკ ჰუგი მონიტორების დაკავებას შემაშფოთებელ ინციდენტს უწოდებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰუგი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების დაკავება შემაშფოთებელი ინციდენტია. ამის შესახებ დიპლომატმა განცხადება ,,ტვიტერზე" გამოაქვეყნა. 

,,დღეს შემაშფოთელებ ინციდენტის დროს დააკავეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები ადმინისტრაციულ საზღვართან." - აღნიშნავს ჰუგი და ამის საპასუხოდ მისიის ოფიციალური განცხადება გააზიარა.

შეგახსენებთ, გუშინ 24 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წევრები დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავება მოხდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებული წარმომადგენლების მიერ, ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში. მაშინვე ამოქმედდა ცხელი ხაზი ცხინვალთან და გაათავისუფლეს.

მისია ჯერ კიდევ იკვლევს დეტალებს იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოხდა თბილისის კონტროლირებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში.

უსაფრთხოების ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმად არის შეშფოთებული იმ შემთხვევებით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების წარმომადგენლები ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა მანდატის შესაბამისად.

ინციდენტი 25 ოქტომბერს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ტექნიკური შეხვედრაზე განიხილეს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.