Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
გორში ქმარს ცხელი ,,პაიანიკით“ ცოლის წამება ბრალდება
მოსამართლემ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე ითხოვა. მან
გადაწყვეტილება, იმ ჩვენებებისა და ექსპერტიზის პასუხების მიხედვით,
უნდა მიიღოს, რომელიც გუშინ 31 ოქტომბერს სხდომაზე გამოიკვლიეს და
გაასაჯაროვეს.
წერილობით ახსნა-განმარტებების საფუძველზე, პროკურორი ნათია კიკალია აცხადებს, რომ მამაკაცმა ქალი აწამა, ხოლო ექსპერტიზის პასუხებით, წამების კვალი არ დასტურდება.
რამდენიმეთვიანი განხილვის მიუხედავად, მოსამართლემ 31 ოქტომბერს, გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად, 5 დღე ითხოვა.
4 ნოემბერს საბოლოო განაჩენი დადგება. ამით ცნობილი გახდება აწამა თუ არა 28-წლის მამაკაცმა 27-წლის მეუღლე ცხელი სარჩილავით (ე.წ. პაიანიკით).
28-წლის დავით ოქროპიძე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება ოჯახური ძალადობა, მეუღლის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა.
28-წლის მამაკაცი თბილისში მუშაობს. სახლში დაბრუნებისას მას ორი თანასოფლელი შეხვდა, რომელთაც აცნობეს, რომ მის მეუღლესთან დაკავშირებით, სოფელში ჭორები გავრცელდა. ბრალდებულის დედა აცხადებს, რომ სწორედ ,,ამბის მიმტანების“ წყალობით, მისი ვაჟი მწყობრიდან გამოიყვანეს, თუმცა აცხადებს, რომ მის შვილს ცოლი არ უწამებია.
პოლიციას, ქალის ცემის შესახებ, დაზარალებულის დამ აცნობა. პროკურატურა, სწორედ, იმ ჩვენებებს ეყრდნობა, რომელიც წინასწარ გამოძიების დროს, მისცეს. სასამართლო პროცესზე კი, დაზარალებულად ცნობილმა მეუღლემ ჩვენება არ მისცა:
„მთვრალი დავით ოქროპირიძე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით რეზინის მილის და ღუმელის რკინის საჩხრეკის გამოყენებით სცემდა. ურტყამდა ფეხებში, ბოთლით ასხამდა ცივ წყალს სხეულის სხვადასხვა ადგილას. აიძულებდა შემძვრალიყო საწოლის ქვეშ. იქ, სადაც იყო „მისი ადგილი". ერთ დღეს დავით ოქროპირიძემ აიძულა თავისი ცოლი ასულიყო საწოლზე და დამდგარიყო ხელებგაშლილი. გააცხელა ლითონის შესადუღებელი ხელსაწყო, ე.წ პაიანიკი და დაემუქრა, თუ ჩამოუშვებდა ხელებს დაწვავდა. თეამ ვეღარ გაუძლო და ხელები ჩამოწია დაბლა, რა დროსაც ქმარმა გაცხელებული ე.წ „პაიანიკი" დაადო და დაწვა" - ასეთია ამბის აღწერილობა, რომლის საფუძველზეც 28-წლის მამაკაცი დააკავეს.
28-წლის მამაკაცი შეტყობინებისთანავე დააკავეს. მას, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებიდან უკვე 9 თვე გადის.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სარჩილავზე გენეტიკური პროფილი არ ამოვიდა. ასევე, სხეულზე, სარჩილავით მიყენებული დაზიანებები არ აღმოჩნდა.
დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი ამჟამად თბილისში, დედის ბინაში, ბავშვებთან ერთად ცხოვრობს.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე მუხლით წაუყენეს ბრალდება. ეს არის ოჯახში ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. ეს არის პირველი შემთხვევა, ალბათ, როდესაც ოჯახურ ძალადობების საქმეში წამების ბრალდება გაჩნდა. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად აბსურდულია ეს მუხლი და უნდა მოიხსნას“ - აცხადებს ადვოკატი ნინო შავშიშვილი.
მას საბოლოო სიტყვა უკვე თქვა სხდომაზე. მისი თქმით:
,,არ დადასტურდა, რომ მამაკაცის მეუღლე იყო ფეხმიძე. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სარჩილავზე არ ამოვიდა წამების კვალი; რაც შეეხება სხეულზე მიყენებულ ზიანს, არც დაზარალებულის სხეულზე არ აღმოჩნდა წამების კვალი ანუ კანის მთლიანობა არ არის დარღვეული.
ფოტო: Amnesty International

წამების
კვალი პირველად ოჯახურ ძალადობის
საქმეში

ექსპერტიზის
პასუხი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |