Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კერძო სკოლა ,,ეისი“-ს მასწავლებელი, ნინო ლომიძე "მეწარმეობის საფუძვლების" პედაგოგთა კონკურსის გამარჯვებული გახდა
კერძო სკოლა ,,ეისი“-ს მასწავლებელი, ნინო ლომიძე "მეწარმეობის საფუძვლების" პედაგოგთა კონკურსის გამარჯვებული გახდა.

აღნიშნულ კონკურსში საქართველოს მაშტაბით უამრავი პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. შედეგად გამოვლინდა 8 გამარჯვებული, მათ შორის, შიდა ქართლიდან. ნინო ლომიძე გორის კერძო სკოლა ,,ეისი“-ს მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელია.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მონაწილეები მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ტალინში გაემგზავრებიან, სადაც სხვადასხვა სახის ტრენინგებს, სემინარებს და მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვებს დაესწრებიან.

ნინო ლომიძე 3 წელია გორის კერძო სკოლა ,,ეისი“-ს პედაგოგია.

,,ძალიან მიხარია, რომ უამრავ პედაგოგთა შორის შემარჩიეს და სხვადასხვა სკოლის 8 პედაგოგთან ერთად გავემგზავრები ტალინში, სადაც დავესწრები ტრენინგებსა და სემინარებს. სკოლაში არჩევითი საგნის, მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი ვარ, რომელიც მეათე, მეთერთმეტე კლასებში ისწავლება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საგანია, რადგან ამზადებს ბავშვებს რეალურ ცხოვრებაში გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. უვითარებს ლიდერულ უნარ-ჩვევებს, ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, ფინანსურ წიგნიერებასა და მეწარმეობას. junior achievement georgia ახორციელებს სხვადსხვა პროექტებს: " გამოფენა- გაყიდვა", "ინოვაციების ბანაკი", "გახდი მეწარმე", რომელთა გამარჯვებულები არაერთხელ გამხდარან ჩემი მოსწავლეები და რაც ყველაზე მთავარია სასწავლო წლის ბოლოს, ონლაინ გამოცდით ადასტურებენ საკუთარ მეწარმეობრივ კონპეტენციას და იღებენ მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღიარებულ სერთიფიკატებს. მინდა ხელშეწყობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო სკოლა ,,ეისი“-ს დირექტორს ქალბატონ მარიკა ტლაშაძეს.“- უთხრა Qartli.ge-ს ნინო ლომიძემ.

კონკურსში გამარჯვებული პედაგოგების სია:

1. ნინო ლომიძე - ქალაქ გორის კერძო სკოლა"ეისი";
2. მაკა გორგიაშვილი - სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა;
3. ინგა ხარჩილავა - სსიპ ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა;
4. მარიამ ლომიძე - შპს "ერუდიტი";
5. ესმა ურუმაშვილი - სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა;
6. ინგა გეგეშიძე - სსიპ ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა;
7. ნანა კუპრეიშვილი - ქართულ-ამერიკული საერთაშრისო სკოლა პროგრესი;
8. კობა კვიკვინია - სსიპ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა.

აღნიშნული პროექტი JA Estonia & JA Georgia ესტონეთის განვითარების კოოპერციის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია: „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" დაფუძნდა 2002 წელს. ის არის "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს" წევრი. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო" აერთიანებს 123 ქვეყნის მსგავს ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია მეწარმეობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა კერძო სექტორს, განათლების სისტემებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გამყარების გზით. "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს პროგრამები აღიარებულია ევროპის კომისიის მიერ როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.

"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით.



ავტორი: თათია გოლოშვილი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.