Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
„მადლობა პოლიციას რომ კანონდარღვევა ყველაზე ჰუმანური გზით აღკვეთა“- სიმონ ნოზაძე
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს იყო გაყვანის ოპერაცია, უკიდურესად რბილი მეთოდებით გამოყენებული. არ გამოიყენეს ხელკეტები, არ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, გამოიყენეს მხოლოდ წყლის ჭავლი, ისიც ზომიერად. ბუნებრივია ნოემბრის თვეში წყლის ჭავლის გამოყენებას სათანადო მეთოდი მოყვება, მაგრამ პოლიციამ აქტივისტებს ნახევარი საათით ადრე გამოუცხადა, რომ დაიწყებდნენ დაშლას, 50 წუთიანი პერიოდი მისცეს, დაშლას რომ იწყებდნენ მივიდნენ და უთხრეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ. ასეთ შემთხვევაში პოლიციას სრული უფლება ჰქონდა ეწარმოებინა სპეციალური საშუალების გამოყენება, ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნა ყველაზე ჰუმანური მეთოდი - წყლის ჭავლი. ჩემი შეფასებით დანაშაული სახეზე იყო, დაირღვა როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის რამდენიმე მუხლი. მადლობა პოლიციას და მინისტრს, რომ ასე კომპეტენტურად იმუშავეს.“ - განაცხადა ნოზაძემ.

კანონმდებელი შინაგან სამქეთა სამინისტროს თანამშრომლების და თავად მინისტრ გომელაურის მუშაობით კმაყოფილია.

„პოლიციამ უკიდურესად კომპეტენტურად იმუშავა, მე ისეთი განცდა მქონდა რომ სწავლება უფრო იყო ვიდრე გაყვანის ღონისძიება. ჩემი შეფასებით ეს სპეცსამსახურების სამი სკოლის ჭიდილი იყო. ერთი მხრივ იდგნენ გიგი უგულავა, როგორც უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგოლ ვაშაძე, როგორც რუსული „ფეგეოს“ აღზრდილი და მეორე მხრივ, იყო ვახტანგ გომელაური როგორც „სეკრეტ სერვისის“ ამერიკული სპეცსამსახურების ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ამერიკული სკოლის წარმომადგენელი. ჩემის აზრით, ამერიკული სკოლის წარმომადგენელმა გაცილებით კარგად იმუშავა,“- ამბობს ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი.

სიმონ ნოზაძე შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატებიდან ერთადერთია, რომელმაც მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაუჭირა. ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარეა.

ხაშურის მაჟორიტარობაზე კენჭი ნოზაძემ პარტია „მრეწველებიდან“ იყარა, მან მმართველი პარტიის კანდიდატი ვალერი გელაშვილი მეორე ტურში დაამარცხა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.