Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
IRI: მოსახლეობის 77% თვლის რომ კვლავ გრძელდება რუსეთის აგრესია საქართველოსადმი
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალ კვლევაში, რომელიც 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, მოსახლეობის რუსეთისადმი არსებული განწყობები შეამოწმა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კვლევის მიხედვით, რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მოსახლეობის 48% სრულად უჭერს მხარს, 26% - ნაწილობრივ. რუსეთთან დიალოგის გაღრმავების წინააღმდეგი 12%-ია, ნაწილობრივ წინააღმდეგი კი - 9%.

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებამდე ჩატარებულ კვლევაში რუსეთთან დიალოგის გაღრმავებას მხარს 46% უჭერდა.

ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი 2010 წლის ოქტომბერში იყო და 84%-ს შეადგენდა. მას შემდეგ ყოველ მომდევნო კვლევაში მაჩვენელი ნელნელა იკლებდა, თუმცა 2012 წლის ნოემბერში კვლავ საგრძნობლად გაიზარდა და მაშინ 83% შეადგინდა. 2012 წლის ნოემბრის შემდეგ, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მაჩვენებელი კლებადია.

კითხვაზე, როგორ აფასებენ დღევანდელი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას, 24% ამბობს, რომ ძალიან უარყოფითად, 32% - ნაწილობრივ უარყოფითად, 7% დადებითად აფასებს, ხოლო 27% - ნაწილობრივ დადებითად.

შეკითხვაზე "საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობის ფონზე, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში ცხოვრებისას?" 11% ამბობს, რომ ძალიან დაუცველად გრძნობს თავს, 33% ნაწილობრივ დაუცველად, 16% ძალიან დაცულად გრძნობს თავს, ხოლო 36% - მეტნაკლებად დაცულად.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 77% თვლის, რომ რუსეთის აგრესია საქართველოსადმი კვლავ გრძელდება. ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

15% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულებულია, თუმცა შეიძლება, განახლდეს, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ დასრულებულია.

შეკითხვაზე, "როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი?", 27% პასუხობს, რომ მხოლოდ პროდასავლური, 49%-ის აზრით კი, პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს.

მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი პრორუსული უნდა იყოს, 12% კი მიიჩნევს, რომ პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და დასავლეთთან უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობები.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.