Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
დავით ზალკანიანმა რუმინელ, ნორვეგიელ და ხორვატ კოლეგებთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინელ, ნორვეგიელ და ხორვატ კოლეგებს შეხვდა. ინფორმაცია Qartli.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი და აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა იყო.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებების კატეგორიული მიუღებლობა და ხაზი გაესვა ქართველი ექიმის დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ლიდერთა მოახლოებულ შეკრებას ლონდონში და იმას, თუ როგორ იქნება ასახული საქართველოს პროგრესი ალიანსის მაღალი დონის შეხვედრაზე.

„რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის აქტიურ, პრაქტიკულ ჩართულობას ამ მიმართულებით ნატოს ქმედებებში. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ასევე ითანამშრომლონ შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის და ორი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენაში.

მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. დავით ზალკალიანმა და ინე მარიე ერიკსენ სორაიდემ კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიფიკაციის გამო.

ხორვატიის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრილჩ რადმანმა და დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხორვატიის წარმატებულ გამოცდილებაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორვატიის პრიორიტეტებზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფრაგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრა გენერალური მდივნის მოადგილესთან და ევროპარლამენტარებთნ“- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.