Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ქსნის ერისთავების სასახლეში ახალგორელმა მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
ოკუპირებულ ახალგორში, ქსნის ერისთავების სასახლეში, მოსწავლეებმა 30-წლის წინანდელი ისტორია გაიხსენეს და პერფორმანსი მოაწყეს.

რაიონის ახალგაზრდობისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ყაზიმ ბესტაევმა განაცხადა, რომ ტრადიციას წელს პირველად ჩაეყარა საფუძველი.

მოსწავლეებმა სასახლის ეზოში ჩოხებით და ტრადიციული სხვა სამოსით, ოსური ცეკვა ,,ხონგა" (,,მიპატიჟება') შეასრულეს, ასევე, რეკონსტრუქციის სახით, ისტორიული მოვლენები აღადგინეს.

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ,,გამბედაოებისა და ეროვნული ერთიანობის" დღე აღინიშნება

 


ცხრაზმისხევის (ქსნის) ერისთავი - ცხრაზმისხევის საერისთავო მდებარეობდა პატარა ლიახვსა და არაგვს შორის. საერისთავოს ბირთვს წარმოადგენდა ცხრაზმისხევი, რეზიდენციას - ქვენიფნევი, საიდანაც მომდინარეობს ცხრაზმისხევის ერისთავთა გვარსახელი - ქვენიფნეველი.

ქვენიფნეველთა საგვარეულო ეკლესია და სამარხი მდებარებოდა ქვენიფნევის ოდნავ ჩრდილოეთით, ლარგვისში. თანდათანობით ცხრაზმისხევის ერისთავები აფართოებდნენ თავიანთ საგამგებლო ტერიტორიას. სამეფო ხელისუფლების სახელით ცხრაზმისხევის ერისთავები იბრძვიან ჩამოსახლებული ოსებისა და ადგილობრივ ურჩ მთიელთა (დვალთა) წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ ვახტანგ III-მ (1302-1308) თავის ერთგულ ერისთავს შალვა ქვენიფნეველს უწყალობა თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არახვეთი, ყანჩაეთი, აბაზასძეთა მამული, ძაგნაკორანი, დუღუამი, აწერისხევი, ბეხუშე. ცხრაზმისხევის ერისთავის საგამგებლოში შედიოდა არაგვის ხეობის ნაწილი, მთიულეთი, ქსნის შუა წელი ლიახვამდე. XVII ს-ის შუა ხანებში ქვენიფნეველებმა თავიანთი რეზიდენცია ქსნის ქვემო წელზე, ახალგორში გადმოიტანეს, რის შემდეგაც ეწოდათ მათ ქსნის ერისთავები.

ძირითად წყაროს ცხრაზმისხევის საერისთავოს ისტორიის შესახებ წარმოადგენს XV ს-ის დასაწყისში შექმნილი საგვარეულო მატიანე „ძეგლი ერისთავთა“, რომლშიც საგვარეულოს ლეგენდარული ისტორია VI ს-იდან იწყება, მაგრამ ისტორიულად სანდო ცნობები XIII-XIV სს-ს განეკუთვნება. ვახუშტი ბატონიშვილი ცხრაზმისხევის საერისთავო ტერიტორიას წარსულში ქართლის საერისთავოს ნაწილად განიხილავს და მის წარმოქმნას ქართლის საერისთავოსაგან გამოყოფას უკავშირებს: „შემდგომად თამარ მეფისა ქართლის ერისთავი სხვაა, ქსნისა სხვაა“.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.