Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Рaшәaрaмзa 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium” გაიხსნა [R]
თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, Accor Hotels ჯგუფის სასტუმრო - „ibis Tbilisi Stadium” გაიხსნა. 150 ნომრიანი სასტუმრო ქალაქის ტურისტულ და კულტურულ ცენტრში - აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მზადაა სტუმრების მისაღებად.

ეკონომ-კლასის სასტუმრო Accor Hotels ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა თბილისში. მისი დიზაინი სტუდია „Sundukovy Sisters“-მა შეიმუშავა და ის თანამედროვე და ნათელი გარემოს კონცეფციაზეა დაფუძნებული. სასტუმრო მომხმარებლებს საქმიანი შეხვედრებისა და მოსასვენებელ, ადგილობრივ მოსახლეობას კი - საჯარო სივრცეებს სთავაზობს.

„მოხარული ვართ, რომ თბილისში რიგით მესამე სასტუმრო გავხსენით. „ibis Tbilisi Stadium“ მოსახერხებელია როგორც ტურისტებისათვის, ასევე ქალაქის საქმიანი ვიზიტორებისათვის. მომგებიანი ადგილმდებარეობა და მყუდრო გარემო სტუმრებისათვის სასიამოვნო გამოცდილებას შექმნის. ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია კი აუცილებლად გახდება ბაზარზე სასტუმროს მთავარი კონკურენტული უპირატესობა“, – აღნიშნავს Accor Hotels ჯგუფის აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი - ალექსის დელაროფი.

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს.

ACCOR Hotels ჯგუფის შესახებ

ფრანგული Accor Hotels ჯგუფი სტუმართმოყვარეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი მოთამაშეა, რომელიც 50 წელია 110 ქვეყანაში 4900 სასტუმროსა და 10 000 აპარტამენტს აერთიანებს.

IBIS ბრენდის შესახებ

Accor Hotels ჯგუფის სასტუმროების ბრენდი - Ibis 1974 წელს დაარსდა და ევროპის ბაზარზე ბიუჯეტური სასტუმროების ლიდერად იქცა. ქსელი მსოფლიოში გარემოსდაცვითი კონცეფციითაა ცნობილი და მომხმარებლებს თანამედროვე გარემოს, კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას სთავაზობს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.