Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონიდან დააბრუნეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემი) მცხოვრები, 96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ახალგორის რაიონიდან დააბრუნეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა სტეფანე მესროფაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ასაკიანი მამაკაცის გასათავისუფლებად მისი შვილი ახმაჯში გადაიყვანეს, რომელსაც მამა, ჯარიმის გადახდის გარეშე, გამოატენენ. სუს-მა გუშინ საღამოს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გორა ღარიბაშვილი არ იყო დაკავებული.

გორა ღარიბაშვილი სახლიდან გუშინ გაიპარა და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წავიდა. ოჯახის წევრებმა ამ ეტაპზე მისი შეჩერება ვერ შეძლეს, რადგან მამაკაცმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოასწრო.

უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამჟამად 96-წლის გორა ღარიბაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. დაკავების პირველი შემთხვევა გასულ წელს მოხდა.

გორა ღარიბაშვილი სისტემატიუარ ცდილობს მიაღწიოს მშობლიურ სოფელ ბოლს. ბოლი ახალგორის (ოკუპირებული) რაიონში მდებარეობს.

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში (ქვემო ჭალის თემში) გვითხრეს, გორა ღარიბაშვილს არაერთხელ უცდია მშობლიურ სოფელ ბოლში გაპარვა.

,,გუშინ ისე მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა ყურადღება მოადუნეს. სულ ცდილობენ, რომ პაპა არ გაეპაროთ ახალგორისკენ." - გვეუბნება ქვემო ჭალაში კასპის მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი. ამბობს, რომ მოხუც კაცს მშობლიური მიწის და სოფლის ნოსტალგია აქვს: ,,სულ ამბობს, იქ უნდა მოვკვდე, სადაც ჩემი მშობლები და ძმა მარხიაო. შარშან როცა გაიპარა, დააკავეს რუსებმა. ცუდად გამხდარა და გარკვეული ხანი უპატრონეს ახალგორშივე ნათესავებმა. მერე გამოუშვეს" - გვეუბნება სოფლის წარმომადგენელი.

სოფელი ახაშენი მდებარეობს ქვემო ჭალის თემში. მას ემიჯნება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი საკორინთლო, ხოლო ახალგორისკენ - სოფელი მონასტერი. ახაშენში სწორედ ის ხალხი ცხოვრობს, რომლებიც კომუნისტების პერიოდში ახალგორის რაიონიდან ჩამოასახლეს.

,,ახაშენი მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ეს სახელიც იმიტომ დაარქვეს, რომ ახალმოსახლეები იყვნენ კომუნისტების პერიოდიდან. ჩამოასახლეს ქსნის ხეობიდან და დაასახლეს საკორინთლოში. ფაქტობრივად, საკორინთლოს გარეუბანია. უბანს კი, ახაშენი შეარქვეს" - აცხადებს მერის წარმომადგენელი.

ახაშენში სულ 15 კომლი ცხოვრობს.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.