Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორის სამხედრო ჰოსპიტალში C ჰეპატიტით 150 მოქალაქე მკურნალობს
ამჟამინდელი მდგომარეობით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში C ჰეპატიტით 150 პაციენტი მკურნალობას. ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას კიდევ 60 პაციენტი ელოდება.

,,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პაციენტებისთვის განკუთვნილი არც ერთი აბი წამალი არ დაგვიძველებია" - აცხადებს სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების უფროსი ნელი ჯავახიშვილი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო 2015 წლის ოქტომბრიდან.

2015 წელს - 24 პაციენტი
2016 წელს - 495 პაციენტი.
2017 წელს - 458 პაციენტი
2018 წელს - 298 პაციენტი
2019 წელს - 408 პაციენტი

ნელი ჯავახიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 2% დამთავრდა რელაფსით ანუ ვერ გამოჯანმრთელდა და ხელახლა ჩაერთვნენ ელიმინაციის პროგრამაში. დანარჩენი პაციენტები სრულად გამოჯანმრთელდნენ.

,,გვქონია შემთხვევები, როცა ვირუსი აღმოჩნდა ორგანიზმში, მაგრამ კვლევების ჩატარების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორგანიზმა თვითონ დაამარცხა ჰეპატიტი და ასე ვთქვათ ელიმინირებული იქნა ვირუსი ორგანიზმიდან.“ - დასძენს ექიმი.

რაც შეეხება ვადაგასულ მედიკამენტებს, ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ მათთან მედიკამენტი არ დაძველებულა.

,,ჩვენ ვართ მკაცრი კონტროლის ქვეშ და ყველა ადამიანი, ვინც იტარებს მკურნალობას, ასევე მკაცრად კონტროლდება. როცა პაციენტს ვაძლევთ მედიკამენტს, კოლოფი იხსნება ვიდეო თვალის დაკვირვებით, შემდეგ ორ კვირაში ვიბარებთ პაციენტს და ვითვლით აბების რაოდენობას. შემოსავლების სამინისტროს მიერ, ორჯერ მოულოდნელად მოხდა ჩვენი შემოწმება. არც ერთი აბი არ არის ჩვენთან ვადა გასული. კონტროლი იმდენად მკაცრია და სისტემა ისეა აწყობილი, რომ კიდეც მიკვირს რატომ არის ეს საკითხი ასე აგორებული.“ - აცხადებს ნელი ჯავახიშვილი.

ექიმი მოქალაქეებს მიმართავს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ კვლევები, რადგან ეს არის დაავადება, რომელიც ორგანიზმში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2019 წლიდან მკურნალობაც და კვლევებიც 100% ფინანსდება და სრულიად უფასოა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის ამოწურვის შესახებ, ფარმაცევტული კომპანიის „გილიად“-ის განცხადება გაავრცელა სადაც წერია:
„ჩვენ ვიცით, რომ გილიადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა.“

ფარმაცევტული კომპანია, საქართველოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, 2015 წლიდან, უსასყიდლოდ ამარაგებს.

„საქართველო, C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის ავანგარდში მყოფი ქვეყანაა და კომპანია გილიადი ამაყობს, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს დაწყებიდანვე, 2015 წლიდან.  2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობამ უკვე წარმატებით უმკურნალა 58 000 ადამიანს, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული მედიკამენტებით. ჩვენ ვიცით, რომ გილიადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 %-ს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად"-ის მხარდაჭერით.

ავტორი: ანა ბაქრაძე
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.