Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ძაბას ხეობაში აღადგენენ მძოვრეთის აბანოს
ძამას ხეობაში, ციციშვილების აბანო, გვიანი შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში, ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი საინჟინრო ნაგებობაა.

,,იგი ტიპიური აღმოსავლური აბანოა, რომელიც ფართოდ იყო ამ პერიოდში საქართველოში გავრცელებული, მაგრამ თავისი მაშტაბებით აღემატება რიგითი ფეოდალის აბანოებს." - აღნიშნავს ისტორიკოსი ქეთევან დიღმელაშვილი, რომელმაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინიციატივით, ძეგლი შეისწავლა და სააგენტოს ხელმძღვანელს დასკვნაც წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, ზუსტად ასეთივე აბანოა ნიჩბისში, ციციშვილების ციხე-დარბაზშიც, იმ განსხვავებით, რომ ის მიწის ზემოთაა აშენებული.



,,ორთუბნის აბანოს მთლიანად აქვს შენარჩუნებული ყველა ის მხატვრულ-არქიტექტურული მახასიათებლები (კედლების გაფორმების თაღედებით გადაწყვეტა, ტრომპების გამოყენება, შუა საუკუნეების აბანოს შემადგენელი ნაწილების ჩართულობა აბანოს სტრუქტურაში), რომელთა მიხედვითაც, ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს იმსახურებს." - აღნიშნავს სპეციალისტი.



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ციციშვილების აბანოს რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში უნდა მოხდეს აბანოს გარე და შიდა სივრცის გაწმენდა, არსებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების დაზუსტება და სრულყოფა რეალური მდგომარეობის ასახვით - კორექტირებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ანაზომების მომზადება.

სოფელ ორთუბანში მდებარე მძოვრეთის ციციშვილების აბანოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 მიენიჭა. ციციშვილების აბანო ამავე სახელობის ნაქალაქარში იყო ჩართული, რომელიც ციციშვილთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამჟამად ნაქალაქარისგან შემორჩენილია მხოლოდ გალავნის ფრაგმენტი მდინარის ნაპირას და საცხოვრებელი სახლების ნანგრევები. აბანო (14,8 X117) ერთ-ერთი კარგად შემორჩენილი საინჟინრო ნაგებობაა გვიანი შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში, თარიღდება XVII ს-ით.

დღეის მდგომარეობით აბანო ძლიერ დაზიანებულია. ნაგებობის გუმბათები ნაწილობრივ ჩაშლილია. წლების განმავლობაში ნალექების მუდმივი ზემოქმედება შლიდა და ფიტავდა კედლების წყობას. ჩანგრეულია გასახდელის სამხრეთი კედელი. აბანაოს დარბაზის იატაკი მთლიანად ჩაშლილია, კაროლიფერები განადგურებული. აუზები ნაშალითაა ამოვსებული.

,,ნაგებობა გარედან თითქმის მთლიანად მიწითაა დაფარული. დაგროვილი ნაგვის, მცენარის საფარის და მიწის ნიშნულის აწევის გამო ვერ ხერხდება ნაგებობის უფრო დეტალურად შესწავლა, აუცილებელია მისი გაწმენდა-გასუფთავება, მიწის მოჭრა, მწვანე საფარის გაკაფვა, ნაგებობის შიდა და გარე პერიმეტრის მთლიანად გასუფთავება და ამის შემდეგ აზომვითი სამუშაოების ჩატარება." - აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.