Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კორონავირუსთან დაკავშირებით მეუფე ანდრია მრევლს მიმართავს
კორონავირუსთან დაკავშირებით გორისა და ატენის მიტროპილიტ ანდრიას (გვაზავა) მიმართვას ავრცელებს.

,,მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ადამიანების შეშფოთება, მითქმა-მოთქმა და მრავალი აზრის გავრცელება.

უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ვიქონიოთ სიმშვიდე, არ ავყვეთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, გავითვალისწინოთ და ყურადღებით მოვეკიდოთ მედიკოსების რჩევებს, გულისხმიერება და თანადგომა გამოვიჩინოთ ვირუსით დაავადებულ ან კარანტინში მყოფთა მიმართ, იქნებიან ისინი ჩვენი თუ საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ ადამიანები, გვაქვს ერთნაირი ფიზიკური ტკივილი და სიხარული.

ჩვენ უნდა გვწამდეს და გვახსოვდეს, რომ ყოველი მოვლენა ღვთისგანაა. მწუხარებამ თუ სიხარულმა, ჭირმა თუ ლხინმა, უფრო მეტად უნდა განგვამტკიცოს და დაგვაახლოვოს, როგორც ღმერთთან, ისე ერთმანეთთან, „რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა“ (რომ. VIII. 38-39), „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6-2).

ხშირად წარმოვთქვათ საუფლო ლოცვა „მამაო ჩვენო…“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ…“, „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ“.

სახლში ვიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ხშირად გადავისახოთ პირჯვარი, ჩვენც ვიცხოთ და ოჯახის წევრებსაც ვაცხოთ ნაკურთხი ზეთი შუბლზე, ყელსა და ხელებზე, დილით უზმოზე მივიღოთ ნაკურთხი წყალი.

„უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას.

აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“ (იკობი-5, 14,15,16). სასულიერო პირებმა კვირაში ერთხელ ტაძრებში შეასრულონ წყლის კურთხევის წესი და ნაკურთხი წყალი დაურიგონ მრევლს. მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც შავი ჭირის გავრცელების დროს გარეჯელი მამები ტოვებდნენ უდაბნოს მონასტრებს და ემსახურებოდნენ ერს.

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ უახლოეს წარსულშიც: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა ვირუსიც. ღრმად მწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და სიხარულითა და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის დიად დღესასწაულს. „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის?! უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?!“ (ფსალ.26-1).
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.