Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
გორის მუნიციპალიტეტიში მცხოვრები Flex -ის პროგრამის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
FLEX-ის პროგრამის ფინალისტები გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩოხელი, გორის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ჭოველიძე, ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ფატარიძე, გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ჯანანაშვილი,  გორის წმ გიორგის სახ სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ აბოვიანი, ხელთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი ანესაშვილი, ფლავის საჯარო სკოლის მოსწავლე თათია ჯავახიშვილი და შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე თორნიკე პაპიაშვილი გახდნენ.

მათ პროგრამის სამი ეტაპი წარმატებით გადალახეს და საკუთარი შედეგის შესახებ 13 მაისს შეიტყვეს.

,,2019 წლის შემოდგომით ჩავერთე პროექტში. თავიდან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. პროგრამაში მონაწილეობის მიღება ჩემთვის იყო პირველი მცდელობა, რომელიც წარმატებით დასრულდა, ძალიან ბევრი მეგობარი მამხნევებდა და მოტივაციას მაძლევდა. როდესაც დამირეკეს და მითხეს პროგრამის გამარჯვებული ხართო, პირველი ვისაც ვუთხარი დედა იყო “, - ამბობს ფლავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თათია ჯავახიშილი.


თათია ჯავახიშვილი - ფლავის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

FLEX-ის პროგრამა ამერიკაში ერთი წლით უფასო სწავლებასა და ცხოვრებას გულისხმობს:

,,წინა წელსაც მივიღე მონაწილეობა პროგრამაში და მაშინ არ გამიმართლდა, თუმცა წელს მივაღწიე გამარჯვებას, პირველი ტური იყო ტესტირება, მეორე ტურში თემის დაწერას გვთხოვდნენ ხოლო მესამე ტური იყო გასაუბრება, თავიდანვე თავდაჯერებული ვიყავი, ვიცოდი და მჯეროდა გავიმარჯვებდი, ჩემი ოცნება იყო ამერიკაში წასვლა და მიხარია, რომ მივაღწიე ამ შედეგს. გამარჯვება ძალიან ემოციური იყო, როდესაც დამიერეს ვერ ვუპასუხე და ვნერვიულობდი, თუმცა შედეგ კიდევ გადმომირეკეს,ძალიან გახარებული ვიყავი ემოციებს ვერ ვმალავდი“,-ამბობს გორის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჩოხელი.


მარიამ ჩოხელი - გორის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

პროგრამა FLEX სრულად ფინანსდება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მასში მონაწილეობის მიღება მე-9, მე-10 და მე-11 კლასის კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებიც ინგლისურ ენას ფლობენ.

,,პირველად წინა წელს მივიღე მონაწილეობა დედის რჩევით, თუმცა ვერ გავიმარჯვე, ხოლო წელს flex-ის პრგრამაში მონაწილეობის მიღბა ჩემი ინიციატივა იყო, იმედი მქონდა გამარჯვების და მივაღწიე კიდეც მიზანს. ბევრი რთული სამუშაო იყო, რასაც თავი კარგად გავართვი. როდესაც ფინალიდან გამოვედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამის თქმა და ჩემი თავის წარმოჩენა დამაკლდა, მაგრამ მაინც ველოდი ამ შედეგს. გუშინ დილით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ გავიმარჯვე, ძალიან გახარებული ვიყავი“, - გვითრა ხელთუბნის სკოლის მე-10 კლასისი მოსწავლემ ნატალი ანესაშვილმა.


ნატალი ანესაშვილი - ხელთუბნის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

კონკურსი სამი რაუნდისაგან შედგება:

1. ინგლისურის მოკლე ტესტი;
2. თემები ინგლისურად;
3. ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ.

მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის მიღება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ.

,,Flex-ის პროგრამაში პირველად წინა წელს მივიღე მონაწილეობა. თუმცა, პირველ ეტაპს გამოვეთიშე. ამის მიუხედავად, იმედი არ დამიკარგავს და გადავწყვიტე წელსაც მეცადა ბედი. მართლაც ჩემმა შრომამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო და გახლავართ Flex-ის ფინალისტი. რომ დამირეკეს და შემატყობინეს ძალიან გამიხარდა. ვეცდები ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა ამერიკაში",- გვითხრა ხურვალეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ელენე ფატარიძემ.


ელენე ფატარიძე - ხურვალეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე


ლუკა ჭოველიძე - გორის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე


თორნიკე პაპიაშვილი - შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე



სალომე ჯანანაშვილი - გორის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე


მარიამ აბოვიანი - გორის წმ გიორგის სახ სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლე


იხ. ამავე თემაზე: გორელი ლუკა ჭოველიძის ესსე კონფლიქტის თემაზე ხუთეულში მოხვდა
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.