Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
კასპში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

,,ახალი პროფესიული კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

ორას სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი თანამედროვე შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4,272,794.87 ლარს შეადგენს.

სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარის ხელმძღვანელობითა და კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გამოიკვეთა რიგი პროფესიული პროგრამები, რომელთა სწავლება კოლეჯში დაინერგება: ელექტროშედუღება, ხარატი, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ მემანქანე, ვეტერინარია, ტრაქტორისტ მემანქანე, მებაღე, მეხილე და ა.შ.

2020 წლის შემოდგომიდან კოლეჯი პირველ სტუდენტებს მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მიღებს.

შეგახსენებთ რომ, წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ www.vet.emis.ge ,‘’- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.