Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
18 ნომბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 178 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, შიდა ქათლში -178 – ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლში გამოვლინდა – 163 შემთხვევა, გურიაში – 64, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების სულ 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 89 395.

„დღეის მდგომარეიბითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 71 468-მდე. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც. 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 19 ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ექვსი, შიდა ქართლში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 086 აქტიური შემთხვევაა. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 925, იმერეთში – 1 175. მძიმე პაციენტი – 836, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 140, იმერეთში – 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 371 პირი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 115, იმერეთში – 30.

„3 435 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 667 – აჭარაში, 1 151 – თბილისში, ხოლო 313 – იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში – 32.

6 ოქტომბრიდან – 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია სულ 16 053 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში – 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387“, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.