Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორში კარნავალზე ორი მოსწავლე საკვებით მოიწამლა
გორის ერთ-ერთი სჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საახალწლო
ღონისძიებაზე ორი მოსწავლე საკვებით მოიწამლა. ამათგან ერთ-ერთს
გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაჭირდა.
სკოლის დირექტორის განცხადებით, სამედიცინო კლინიკა ,,იავნასას" მედპერსონალმა საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნები დაადგინა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მეორე მოსწავლეს ინტოქსიკაციის ნიშნები მხოლოდ მსუბუქ ფორმებში ჰქონდა გამოვლენილი:
,,ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე დავინტერესდით ამ ფაქტით. როგორც გაირკვა, ეს ორი მოსწავლე ერთმანეთის დეიდაშვილები არიან და სკოლის ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ ინტერვალს, ღონისძიების დაწყებიდან ინტოქსიკაციის გამოვლენამდე, დიდი დრო არ უნდა ყოფილი გასული. ამ ეტაპზე ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ ექიმის დასკვნით ადგილი ჰქონდა საკვებით მოწამვლას" - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი, რესურცენტრის ხელმძღვანელი.
სკოლის დირექტორის თქმით, კარნავალს 100-მდე მოსწავლე ესწრებოდა. მისი განმარტებით, მსგავსი ნიშნები სხვა ბავშვებს არ ჰქონიათ:
,,თავიდან გვითხრა ბავშვმა, რომ ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. მერე ძალიან შევშინდი და მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფოც და პოლიციაც. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. იმავე საღამოს გამოწერეს საავადმყოფოდან. სამედიცინო დაწესებულებაში მითხრეს, რომ ინტოქსიკაცია გამოწვეული იყო საკვებით. ეჭვი იმისა, რომ იმ საჭმლით მოწამლულიყვნენ, რაც კარნავალზე ჰქონდათ, გამოირიცხა. იმიტომ, რომ სხვა არავის შექმნია პრობლემები" - განმარტავს სკოლის დირექტორი.
კარნავალი მოსწავლეებისთვის ჩაიშალა. ღონისძიების ამსახველი ფოტოები ამ სკოლის ოფიციალურ გვერდზე არ დევს.
PHOTO copyright: Frank Kovalchek - ,,New year karnaval"

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |