Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
დევნილმა ქალებმა ძალადობის დაფარულ ფორმებზე ღიად ისაუბრეს
სოფელ ქურთადან დევნილ 64 წლის ლიანა გამხიტაშვილს ძალადობის დაფარულ ფორმებზე ღიად საუბარი დღეს პირველად მოუწია. ის ვერხვების დასახლებაში გამართულ, ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრას დაესწრო და ძალადობის აღმოფხვრის გზებსა და შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიიღო. ამბობს, რომ ქალებისთვის ადრე სირცხვილად ითვლებოდა მსგავს თემებზე საუბარი და ამის დასტურად პირადი მაგალითი მოჰყავს.

„ახლა, რომ ვფიქრდები სექსუალური შევიწროვების ბევრი შემთხვევა მქონდა. იყო შემთხვევები ვიღაცა ამდევნებია ქუჩაში, ტრანსპორტში, უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ, ბინძური სიტყვებით მოუმართავთ, მაგრამ ამ ყველაფეერს გულში ვიტრიალებდი, სირცხვილით ვერავის ვეუბნებოდი, ვერც მშობლებს და ვერც მეგობრებს, შემდეგ ამაზე ვნერვიულობდი. ახლა ვხედავ, რომ დღევანდელ ახალგაზრდობას სხვა მიდგომები აქვს, ისინი ბევრად ინფორმირებულები არიან და იციან როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები. ეს ცოდნა რომ მქონოდა ახლა ვფიქრობ, რომ მაშინ სულ სხვანაირად მოვიქცეოდი.“ - აღნიშნა ლიანა გამხიტაშვილმა.

მასთან ერთად ქალთა უფლებებზე, ძალადობის დაფარულ ფორმებზე, ადევნებასა და სექსუალურ შევიწროვებაზე გამართულ შეხვედრას 15-მდე დევნილი ქალი ესწრებოდა, უმრავლესობა უფროს თაობას წარმოადგენდა. მათი ნაწილი იმ შემთხვევებსაც იხსენებდა, როდესაც სამსახურში, დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულ ქალებზე განხორციელებულ ძალადობის ფორმებს ღიად თუ ფარულად. დევნილი მარინა მაისურაძე ამბობს, რომ სექსუალური შევიწროვების თემა სხვადასხვა სტრუქტურებსა თუ ორგანიზაციებში დღესაც აქტუალურია და ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის, მსხვერპლს მხარდამჭერთა ჯგუფი სჭირდება და სხვა მექანიზმების ამოქმედებაც აუცილებელია.

ტრენინგს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რეუსეცკი უძღვებოდა. რომელიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ქალთა სხვადასხვა ჯგუფებთან მათი უფლებების შესახებ დისკუსიებს აწყობდა. პროექტი კი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრს ეკუთვნოდა, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიას ამ დროის განმავლობაში ქალთა ფონდის მხარდაჭერით აწყობდა.

პროექტის ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა კარალეთის სათემო ცენტრში მოეწყო, სადაც ორგანიზატორებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია მოწვეულ სტუმრებს გაუზიარეს.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.