Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა
გორის მურა დათვს საბუდარას ტყეში, ცხვარიჭამიას თავშესაფარში
ეპატიჟებიან. ამის შესახებ qartli.ge-ს თავშესაფრის ხელმძღვანელმა
სოსო ჯიქურიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 7 წელია გორის მინი ზოოპარკიდან დათვის წაყვანას ითხოვს, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ვერ მოახერხა:
,,დათვები ეკუთნის და მათი მოვლა პატრონობა ევალება გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურს. გასულ წლებში ამ სამსახურის ხელმძღვანელს კარლო ამირგულაშვილს რამდენჯერმე მივმართე გორის დათვთან დაკავშირებით, მე მასთან სატელეფონო კონტაქტი და შეხვედრაც მქონდა, მაგრამ უშედეგოდ. ასევე ვესაუბრე და შევხვდი გორის ზოოს დირექტორს, რომელმაც ამ დათვის წაყვანა მთხოვა, მაგრამ ჩემი სახსრებით ვერაგზით წამოვიყვანე, რადგან ფინანსურად არ მიდგებიან გვერდში, ამბობენ რომ არ აქვთ ფული." - ამბობს სოსო ჯიქურაშვილი.
საბუდარას ტყესთან მოწყობილ თავშესაფარში დღეს რამდენიმე დათვი ცხოვრობს. იხილეთ ამის ამსახველი ფოტოები:
სოსო ჯიქურაშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ ვოლიერის ფულს ითხოვს, რომ დათვი გადაიყვანოს ცხვარიჭამიაში: ,,ერთჯერადად მოვლას და კვებას შევძლებ, არ მინდა არაფერი სხვა. წესით უნდა აწყობდეს მერიას, რომ ეს დათვი გადავიყანოთ" - აცხადებს სოსო ჯიქურაშვილი.

qartli.ge დაუკავშირდა გორის მერიის პრეს-სამსახურს, კეთილმოწყობის სამსახურის პრეს-სამსახურს და ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის ხელმძღვანელს კახა ამირგულაშვილს. მათ, ჩვენს მიერ გუშინ მომზადებული სიუჟეტის შესახებ, პასუხის გაცემა ვთხოვეთ, თუმცა ამ ეტაპზე მათგან პასუხი არ მიგვიღია.
ცხვარიჭამიაში დათვების თავშესაფარი 2010 წელს დაარსდა. ამის მიზეზი გახდა ის ფაქტები, როდესაც საქართველოში ბრაკონიეროების შედეგად, ათეულობით „წითელი ნუსხით“ დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მურა დათვი იყო დატყვებული. დათვების უმრავლესობა წლების განმავლობაში გასართობად ჰყავდათ დატყვევებული, ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში.
ტყვეობაში მყოფი მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს პროფესიით მსახიობმა სოსო ჯიქურიშვილმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნებართვით მურა დათვების თავშესაფარი დააფუძნა, ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე თავშესაფარში იმყოფება 12 მურა დათვი. ეს დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული.
მურა დათვების თავშესაფარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. თავშესაფარი ზრუნავს დათვების რეაბილიტაციაზე და მუშაობს მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე.
იხ. ცხვარიჭამიას თავშესაფრის ფოტოები.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |