Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან დეკემბერში რუსმა სამხედროებმა 64 ადამიანი დააკავეს
გამყოფ ხაზთან 2018 წლის დეკემბერში 64 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულთაგან 40-მა პირმა ე.წ. ,,სახელმწიფო საზღვარი" დაარღვია, ხოლო 24-მა დაარღვია ,,სასაზღვრო ზონა".

,,საზღვრის დამრღვევად" ითვლება პირი, რომელმაც გამყოფი ხაზი გადაკვეთა ან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიიდან, ან კიდევ პირიქით, მცდელობა ჰქონდა ცხინვალის რაიონის დატოვების.

რაც შეეხება ,,სასაზღვრო ზონას", არაღიარებული რესპუბლიკის კანონის მიხედვით, სპეციალური საშვის გარეშე, გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებებში შესვლა აკრძალულია.

2018 წელს სულ დაკავებულთა რიცხვმა 607-ს მიაღწია, რაც მკვეთრად მეტია 2017 წლის მონაცემებზე. 2017 წელს რუსეთის სამხედროებმა 514 მოქალაქე დააკავეს.

სწორედ, ამ გაზრდილი მაჩვენებლების მიზეზით, უშიშროების კომიტეტი განმარტავს, რომ გამკაცრდა დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის პროცედურები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, დაკავებულია საქართველოს პასპორტის მქონე 125 ადამიანი. ცხინვალის უშიშროების კომიტეტის მიხედვით კი, დაკავებულია სულ 514 ადამიანი, რომელშიც შედის როგორც საქართველოს, ასევე, დე-ფაქტო რესპუბლიკის პასპორტის მქონე მოქალაქეები.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ცხინვალი ხელს უშლის ოს მოქალაქეებს გადავიდნენ თავიანთ ნათესავებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ცხინვალის უშიშროების კომიტეტის ცნობით, გასულ წელს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის სანაცვლოდ დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 120 000 რუბლს შეადგეს, რაც დაახლოებით 30 000 ლარის ტოლფასია.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.