Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში სოციალური დახმარების მიღება 150 000-მდე ქულის მქონე ოჯახებს შეუძლიათ
2019 წლის გორის ბიუჯეტიდან ის მოქალაქეებიც მიიღებენ დახმარებას, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 0 - დან 150 000 - მდე მერყეობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

სოციალური დახმარების წესში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ერთჯერად ფულად დახმარების მიმღებთა რაოდენობა იზრდება. მანამდე მოქმედი წესით, ქულების მაქსიმალური რაოდენობა 100 000-ს აღწევდა.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, სოციალური ქულების ზედა ზღვარი 100 000 ერთეულით მხოლოდ სტუდენტებსა და სპორტსმენებს განესაზღვრათ. მერია ერთჯერად 500 ლარს სტუდენტებს სწავლის ღირებულების დასაფინანსებლად, სპორტსმენებს კი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მიზნით ურიცხავს.

ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის დახმარების გაცემა აღარ იქნება დამოკიდებული სოციალური სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე. დიაგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუხლით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ.

2019 წელს პროგრამას 3 ახალი მუხლი დაემატა.

მსჯავრდებულები, რომლებიც მიმდინარე წელს განთავისუფლდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რესოციალიზაციის მიზნით, ერთჯერადად დახმარების სახით 250 ლარს მიიღებენ.

მერია გასული წლისგან განსხვავებით, ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს.

მიმდინარე წელს იგეგმება როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. პროგრამის მიხედვით, მოხდება ბენეფიციარების კაპიტალური ან დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილება.

200-დან 300 ლარამდე გაიზარდა სხვადასხვა დაავადებების მქონე მოქალაქეების კვლევების ღირებულების დაფინანსება და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. გაიზარდა ასევე მიუსაფარი და უსახლკარო მოქალაქეების ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს მერია 80-ის ნაცვლად 100 ლარით დააფინანსებს (ყოველთვიურად).

პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციარები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები, კანის ქრონიკული დაავადება, ჰიდროცეფალია, ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება;) დახმარებას ასაკობრივი ცენზის გარეშე მიიღებენ. მიმდინარე წელს, პირველად აღნიშნული მუხლით იშვიათი დაავადებების მქონე პირებიც ისარგებლებენ (500 ლარი).

2019 წელს „სოციალური დახმარების გაცემის“ წესი 21 მუხლითაა წარმოდგენილი. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირირებულმა მოქალაქეებმა, პროგრამის ფარგლებში დახმარების მისაღებად უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.