Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გორის წისქვილკომბინატის მუშები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ
,,თითო ადამიანს დღეში დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უწევს“ -
ამის შესახებ qartli.ge-ს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და
მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასაძემ
განუცხადა. ის წისქვილკომბინატის მუშებს 18 იანვარს შეხვდა.
პროფაკვშირების წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც ადმინისტრაციის
წარმომადგენლებს, ასევე, მუშა-მოსამსახურეებს.
გიორგი დიასამიძის თქმით, ,,კარმენის“ თანამშრომლები, განსაკუთრებით, მუშები საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ, სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნა მათი მხრიდან სამართლიანია.
,,2010 წლიდან, მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები არ გაზრდიათ. უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება. ყოველდღიურად, თითო მოსამსახურეს დაახლოებით 40 ტონა ფქვილის გადაზიდვა უხდება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებმა რეაგირება მოახდინონ“ - აცხადებს გიორგი დიასამიძე.
პროფკავშირის წარმომადგენლებს ,,კარმენის“ დირექტორი მერაბ დათვიაშვილი შეხვდა.
,,ბატონმა მერაბმა გვითხრა, რომ ის ადგილზე ფინანსურ საკითხებს ვერ წყვეტს. აგვიხსნა, რომ ამ საკითხებზე ქარხნის მფლობელებთან შეხვედრა და საუბარი, მაისში შედგება. ისიც დანიშნული ხელმძღვანელია მფლობელისგან. ურჩია თანამშრომლებს, რომ ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე მოეცადათ, თუმცა მუშები ფიქრობენ, რომ როცა მფლობელი ჩამოვა, შეხვედრა შეიძლება არც შედგეს, ხოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდება.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.
ქარხანა ეკუთვნის აზერბაიჯანულ კომპანიას. Qartli.ge დაინტერესდა სხვა ქარხნებში არსებული სიტუაციით, რომელიც ასევე ,,კარმენს“ ეკუთვნის.
,,მაგალითად, მარნეულში მდებარე ქარხანაში 2010 წლამდე უფრო დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე გორში. 2010 წლიდან კი, გორისა და მარნეულის წისქვილკომბინატებში დასაქმებულ თანამშრომლების ხელფასები გაუთანაბრეს ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ უახლოეს მომავალში არ შეიცვლება სახელშეკრულებო პირობები, აუცილებლად გატარებულ იქნება შესაბამისი ზომები. ვითხოვთ, კოლექტიური ხელშეკრულების დადებას, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება პირობები, მათ შორის ანაზღაურების საკითხიც.“ - ამბობს გიორგი დიასამიძე.
qartli.ge დაუკავშირდა ,,კარმენის“ ადმინისტრაციას. წარმომადგენელი შეგვპირდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, დირექტორი, საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რედაქციას დაუკავშირდება.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |