Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
დავით რაზმაძის გაუჩინარების დღეს ლიბიის პორტში ორი სპეცოპერაცია ჩატარდა
ლიბიაში, ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს. 22-წლის დავით რაზმაძე გემიდან 7 იანვარს გაუჩინარდა. ორიკვირიანი ძებნის შემდეგ, მისი ცხედარი დღეს იპოვეს. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრი იყო.

ოჯახი ეჭვობდა, რომ ის პოლიციას ჰყავდა დაკავებული.

დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზღვაურის დაკარგვის შესახებ, თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს.

„ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. ეს არის ჩვენთვის ცნობილი და კიდევ ის, რომ მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები გემზეა. გემიდან მისი ჩასვლა არ ფიქსირდება, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩავიდა და ლიბიის პოლიციას ჰყავს აყვანილი“ - ამბობს ნინო ლაბაძე რადიო ,,თავისუფლებასთან ინტერვიუში.

„2018 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

ლიბიაში მომუშავე ორგანიზაციამ - Libyaobserver-მა კი, 2019 წლის 7 და 8 იანვარს ქალაქ მისურატის პორტში მომხდარი ორი ინციდენტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ოფიციალური სააგენტოს ცნობით, მისურატას პორტის დაცვამ თურქულ გემებზე ჯერ 8 ტონა ნარკოტიკი, შემდეგ კი 20 ათასი ცალი კონტრაბანდული იარაღი იპოვა. ,,ადგილობრივ საზოგადოებასთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი“ - წერს Libyaobserver-ი.

ლიბიაში კი სამოქალაქო ომი მძვინვარებს. სამთავრობო ძალებს შეტაკებები დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთ ნაწილში ამბოხებულებთან აქვს. 

ტვ ,,იმედთან“ საუბარში დავით რაზმაძის დედა აცხადებდა, რომ მის შვილს სამუშაოდან, გემიდან წასვლა უნდოდა. ,,დათუნამ მითხრა, რომ არ უნდოდა ამ გემზე მუშაობა. სულ რაღაც თვენახევარია რაც მუშაობა დაიწყო. ვეკითხებოდი, თუკი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ეკიპაჟთან, რატომ უნდა სამუშაოსთვის თავის დანებება.“ - განუცხადა ნინო ცეცხლაძემ ტვ ,,იმედს“.

რა გახდა დავით რაზმაძის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პასუხი 22 იანვარს გახდება ცნობილი.

დავით რაზმაძე ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტოს შეესწრო ომს. ვერხვების დასახლებაში (სამხედრო ნაწილის სიახლოვეს) ჩამოყრილ ბომბებს გადაურჩა. მისი მამისა და ბიძის ომის დროს გადაღებული ფოტო 2008 წლის აგვისტოს იმბოლოდ იქცა.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.