Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ,,ორბელიანთა სასახლეში" სოფლის კრებას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ ლამისყანაში, ორბელიანების სასახლეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრო. პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლამისყანაში ამ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდება: მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამიდან შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ლევან იზორიას ინიციატივით, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კი სკოლის ტერიტორიას შემოღობავს.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღონ და მათთან შეთანხმების საფუძველზე ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება.

გამყოფი ხაზის სამი სოფლის (ლამისყანა, ხვითი, თვაურები) მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. 15 იანვრიდან 1 მარტამდე 3700 სოფლის კრება ჩატარდება. ამჟამად ჩატარებულია 100 კრებაზე მეტი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

სოფლის მოსახლეობა პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაორმაგდება და ის დასახლების ზომის მიხედვით 20,000 ლარამდე იქნება.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.