Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მონატრებული ავნევის ნახვა სასულიერო პირმა შეძლო
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში სასულიერო პირის, მამა დავით
(დურგლიშვილის) დაკითხვა დამთავრდა. ის რუსი სამხედროების მიერ ე.წ.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული.
ერგნეთში ქართულ მხარეს 4 თებერვალს გადასცეს. გორის პოლიციის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ გამყოფი ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა:
,,ჩემი ნებით გადავედი. გავიარეთ ჩემი სოფელი, სხვა სოფლები და ისე ჩამიყვანეს ცხინვალში. მშვიდობით დასრულდა ყველაფერი" - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.
ნიქოზელი ნიკოლოზ სესიაშვილი ერთ-ერთია იმ ნიქოზელთაგან, რომელიც მამა დავითთან ერთად ნაკვეთში მუშაობდა:
,,რაღაცნაირად მოუნდა საკუთარი სოფლის ნახვა. ავნევი ჩვენთან ახლოს, თავის სოფლის გვერდით მუშაობდა და ვერ მოუთმინა გულმა. უნდა ვაკოცო ჩემ მიწასო. ველოდებოდით რამდენიმე ხანი, რომ აღარ დაბრუნდა, მაშინ გავიგეთ რომ დაკავებული ჰყავდათ" - განუცხადა ნიკოლოზ სესიაშვილმა რუსთავი 2-ს.
დავით დურგლიშვილი 3 თებერვალს დააკავეს. მან ცხინვალის იზოლატორიში თითქმის 24 საათი გაატარა. მისი დაკავების შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
სასულიერო პირი წარმოშობით სოფელ ავნევიდანაა. მან სოფელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა. იმავე წელს ტყვეების და გარდაცვლილების გამოყვანის დროს, დეკანოზმა მშობლიური სოფლის ნახვა შეძლო. მას შემდეგ კი 11 წელი გავიდა.
ნიქოზსა და ავნევს ერთმანეთს მინვდრები აშორებს. გამყოფ ხაზთან ავნევი თითმის 4 კმ-ითაა დაშორებული.
იხ. ამავე თემაზე:
ნიქოზთან რუსმა სამხედროებმა სასულირო პირი დააკავეს
,,დავიბადე სოფელ ავნევში" - მამა დავითის (დურგლიშვილი) ინტერვიუ

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |