Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მოგზაური მეგობრები აზერბაიჯანში არიან
ლუკასმა და ,,ჩარნულკამ" (პოლონურად - შავი) საქართველოს ტერიტორია დატოვეს და ისინი უკვე აზერბაიჯანში არიან. მათმა მოგზაურობამ აზერბაიჯანული მედიის ყურადღება მიიქცია, რომლის ჟურნალისტებმაც რეპორტაჟები მოამზადეს.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგზაურ მეგობრებს ცუდი ამინდები შეხვდათ. ლუკას ვეგანო წერს, რომ წვიმამ კარავიც კი დაუსველა. ერთ-ერთი შესვენების დროს ისინი ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა შეიფარეს. უთხრეს, რომ 10 კმ-ის გავლის შემდეგ, სხვა ბენზინგასამართი სადგურის პერსონალიც დახვდებათ.



ლუკას ვეგანო მსოფლიოს გარშემო მეშვიდედ მოგზაურობს. ის პოლონეთში ინგლისური ენის პედაგოგია.

ამჯერად, ველოსიპედით სამოგზაუროდ უკრაინიდან წამოვიდა და საქართველოში თურქეთის მხრიდან შემოვიდა. ქობულეთთან დასვენების დროს ძაღლს საკვები გაუზიარა. შავ-თეთრი ძაღლი ლუკასს დაუმეგობრდა და გვერდიდან აღარ მოცილებია.

საქართველოს გავლისას, მეგობრებმა გორში დაისვენეს. ისინი qartli.ge-მ მოინახულა.

,,ვერიდები დიდ ქალაქებსა და ავტობანებს; რომ ნამდვილი საქართველო და აქაური ხალხი ვნახო; რადგან დიდ ქალაქებსა და გზებზე ნამდვილი კულტურისა და ადამიანების ნახვა არ შემიძლია“ - გვითხრა ინტერვიუს დროს ლუკასმა.

ლუკასმა შავ-თეთრ ძაღლს პოლონურად ,,ჩარნულკა“ (შავი) დაარქვა. ქუთაისში ვეტერინარს შეამოწმებინა. ლიხის მთა გადმოიარეს და შიდა ქართლში მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებს გამოყვნენ.

,,ჩემმა მეგობარმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, გადაწყვიტა ძაღლი აიყვანოს. თბილისში ყველანაირ საბუთებს გავამზადებთ, პასპორტსაც ავუღებ და გავუგზავნი მას. ძალიან კარგი ძაღლია. არავის ერჩის. არც იმ ძაღლებს, გზებზე რომ ხვდებიან“ - ყვება ლუკასი.

მოგზაურმა შეამჩნია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მიუსაფარი ძაღლია და წუხდა, რომ ადამიანები ძაღლებს ასე ექცევიან: ,,საშუალება რომ მქონდეს, ყველას თან წავიყვანდი.“ - წერს საკუთარ ბლოგზე ლუკას ვეგანო.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.