Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მარანაში სასმელ წყალს დენის ეკონომიის გამო დღეში 2 საათით აწვდიან
გორის რაიონის სოფელ მარანას მცხოვრებლები სასმელი წყლის უქონლობას უჩივიან. აცხადებენ, რომ სამუშაოები 2018 წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა სოფელს სასმელი წყალი დღემდე გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდება.

,,წყალი ორ დღეში ერთხელ მოდის და ისიც ნახევარი ან ერთი საათით. ხან კი კვირები არ არის. მაგალითად ამას წინათ ორი კვირა არ იყო და საბავშვო ბაღიც კი დაიკეტა მაგის გამო. არადა, როცა აკეთებდნენ, გვეუბნებოდნენ 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათო" - გვწერს ადგილობრივი მკვიდრი.

ადგილობრივების თქმით, წყლის გადასახადს იხდიან ელექტროენერგიის მიხედვით და არა გახარჯული წყლის რაოდენობის მიხედვით.

,,სოფელს თუ უნდა 24 საათი ჰქონდეს წყალი, შეუძლიათ ჩართონ საქაჩი" - აცხადებს გორის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე. მისი განმარტებით, მარანში წყალმომარაგების სამსახურს მიმაგრებული ჰყავს პირი, რომელსაც დავალებული აქვს გრაფიკთან დაკავშირებით, რეგულაცია:

,,სოფელი თუ ეტყვის, რომ წყალი უფრო მეტ ხანს მოდიოდეს, შეუძლია ჩართოს. ეს სოფლის გადასაწყვეტია" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც სასმელი წყლის ინდივიდუალური მრიცხველებია დამონტაჟებული, წყლის გადასახადს მხოლოდ გახარჯული ელექტროენერგიის საფასურით მიხედვით იხდიან.

მაისურაძის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, შავშვებში, ქვახვრელში, მარანაში და სხვაგან, მოხმარებული დენის საერთო თანხა იყოფა კომლთა რაოდენობაზე. ტარიელ მაისურაძეც ადასტურებს, რომ ერთი და იგივე რაოდენობის თანხას იხდიან ისინიც, ვინც ცოტა წყალი მოიხმარა.

,,იმისათვის, რომ მოსახლეობამ წყლის რაოდენობის მიხედვით გადაიხადოს, საჭიროა ტარიფი. მერიის შესაბამისი სამსახური, როგორც ვიცი, უკვე მუშაობს ამ საკითხზე, ამზადებენ წერილს სემეკში წარსადგენად. ჯერ ტარიფი არ გვაქვს დადგენილი და, შესაბამისად, მრიცხველების მიხედვით, არ ხდება წყლის გადასახადის გადახდა" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

მისი განმარტებით, სასმელ წყალთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს, დასრულდება კიდეც რამდენიმე პროექტი. ტარიფის დასადგენად გორის მერია სემეკს (მარეგულირებელ კომისიას) 2019 წელს მიმართავს.

რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ბაღების გაერთიანების დირექტორი აცხადებს, რომ მარანას საბავშვო ბაღს წყლის პრობლემა მაშინ ექმნება, როდესაც ეს პრობლემა სოფლის წინაშე დადგება. ,,ორი კვირით წყლის გამო ბაღი არ დაკეტილა, შესაძლოა, მოსახლეობა ფიქრობს, რომ გრიპის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო დაიკეტა ბაღი" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.