Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ოჯახის თხოვნით კერძო ადვოკატი დაიცავს
9-წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულის ოჯახმა კერძო ადვოკატი მოითხოვა. იანვრიდან ი.ნ-ს სახაზინო ადვოკატი აღარ იცავს.

ამის შესახებ qartli.ge-ს სახაზინო ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იგი ბრალებულის ადვოკატი, სწორედ, ოჯახის მოთხოვნით შეიცვალა.

შეგახსენებთ, გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 2018 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვეს.

მავ­თულ­ზე, რი­თიც გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს ხელ-ფეხი ჰქონ­და შეკ­რუ­ლი, ბრალდებულის დნმ ამო­ვი­და. ინფორმაცია ოჯახის ადვოკატმა გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გაავრცელა.

„დნმ-ის პა­სუ­ხი მო­ვი­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხე­დარს ხელ-ფეხი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ამ მავ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდა ბრალდებულის დნმ-ის კვა­ლი. ასე­ვე მო­ვი­და დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ხე­ლის ური­კა­ზე ამო­სუ­ლი სის­ხლის კვა­ლი გარ­დაც­ვლილ ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის. მის ტან­საც­მელ­ზე ბრალდებულის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ამო­ვი­და, რი­თიც დად­გინ­და, რომ მას შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­თან. ასე­ვე მი­ვი­ღეთ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დას­კვნა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ბრალდებული შე­რა­ცხა­დია“, - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

გამოძიების ვერსიით, ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი გო­გო­ნა მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ხე­ლის ური­კა­ზე მო­ა­თავ­სა, რათა ამ გზით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე გა­და­ე­ად­გი­ლე­ბი­ნა.

დასკვნას ოჯახის ადვოკატი 6 თებერვალს გაეცნო.

„ძი­რი­თად კი­თხვას, თუ რით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხედ­რის გა­და­ტა­ნა იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ის აღ­მო­ა­ჩი­ნეს, პა­სუ­ხი გა­ე­ცა, ის ხე­ლის ური­კით იქნა გა­და­ტა­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ი.ნ-მ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი ური­კით მი­ტა­ნა, რა­საც ური­კა­ზე ორ ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ბე­რი­აშ­ვი­ლის სის­ხლის კვა­ლი ადას­ტუ­რებს“, - აცხა­დებს დაზარალებულის ად­ვო­კა­ტი.

„ბავ­შვის ცხე­დარს ური­კის ფორ­მა და ზომა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც მისი სის­ხლის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ზუს­ტად იმი­ტომ შე­უკ­რა ხელ-ფეხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ური­კა­ზე და­ტე­უ­ლი­ყო“, - დას­ძენს გელ­ხა­უ­რი.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.