Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ზეზვა ბუთურიშვილი - ფოტოგრაფი გორიდან
ფოტოების გადაღება არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თავიდან ტელეფონით იღებდა. ძირითადად მაკროფოტოგრაფიას მისდევდა და ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ფოტოს დამუშავების სხვადასხვა, ახალ ტექნიკას ეუფლება.

,,შემდეგ მომეცა საშუალება, რომ სამყაროსთვის არა მხოლოდ ტელეფონით, არამედ სარკული კამერითაც შემეხედა.“ - ამბობს ზეზვა ბუთურიშვილი. ის ვაჟა ფშაველას სახელობის გორის #9 საჯარო სკოლაში სწავლობს.



ერთ მშვენიერ დღეს გორის ქუჩებში ფოტოაპარატით ხელში დავინახეთ. აკვირდებოდა ირგვლივ გარემოს. ვიფიქრეთ, ჟურნალისტი იქნებოდა. ფოტოებს მოხუცებს უღებდა, აპარატში ამოწმებდა საკუთარ შემოქმედებას, შემდეგ ესაუბრებოდა გმირებს. გვითხრა, ფოტოგრაფი ვარო.



,,მომავალი პროფესია ჯერ არ ამირჩევია, მაგრამ ფოტოგრაფია ჩემი ერთ-ერთი ჰობი და საქმიანობა ყოველთვის იქნება. ჩემი ფოტოებიდან გამოვყოფდი მოხუცის პორტრეტს, თეატრის ბაღის პეიზაჟს მოხუცი კაცი სტალინის ბაღში გადავიღე, თეატრის ბაღი კი ქალაქში სეირნობისას.“ - გვითხრა ზეზვამ.

თუმცა, ამ პორტრებისა და პეიზაჟების მიღმა, არსებობს კიდევ სხვა სამყარო, რომელსაც ზეზვა აკვირდება. ბავშვობიდან კითხულობს წიგნებს კოსმოსის შესახებ. ზეზვა ასტროფოტოგრაფიითა გატაცებული და ამას კარგად მიხვდებით, თუკი მის ფეისბუქის გვერდს დაათვალიერებთ.



ზეზვა ბუთურიშვილი საკუთარ ფოტოებს შორის მაინც ყველაზე მეტად ,,ირმის ნახტომს“ გამოარჩევს, რომელიც სახლის აივნიდან გადაიღო სოფელ ღოღეთში:

,,ირმის ნახტომი" გასულ ზაფხულს, აგვისტოში გადავიღე ჩემი სოფლიდან, ღოღეთიდან. ეს ის დროა როცა ვარსკვლავები ყველაზე კარგად ჩანს, შეუიარაღებელი თვალითაც კი. მიყვარს ყველანაირ ჟანრში გადაღება, მაგრამ ასტროფოტოგრაფია ჩემი საყვარელი ჟანრია. ბავშვობიდან ვკითხულობ წიგნებს კოსმოსის შესახებ. როცა წიგნებში ჩვენი გალაქტიკის ილუსტრაციებს ვათვალიერებდი, ყოველთვის მინდოდა მეც მსგავსი კადრის აღბეჭდვა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასეთ ფოტოს ოდესმე გადავიღებდი. ჩემი მიზანია დავხვეწო და მრავალფეროვანი გავხადო ჩემი შემოქმედება. ეს ის სფეროა, რასაც ბოლომდე ვერ შეისწავლი, რამეთუ ყოველი ფოტოს გადაღებისას რაღაც ახალს სწავლობ.” - ამბობს ზეზვა ბუთურიშვილი.

ქვემოთ ფოტოებზე: ,,ირმის ნახტომი" ღოღეთის სახლის აივნიდან


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.