Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
6 შვილის მამა 60-წლის კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს
ვიდრე პროცესი დაიწყებოდა, ბრალდებულის მეუღლე პროკურორს არწმუნებდა,
რომ სულ ტყუილად დარეკა 112-ზე; რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ
ხაზზე მისი შეტყობინება არ ისახავდა მიზნად ქმრის პატიმრობაში
ყოფნას.
,,თუ ადგილი არ ჰქონდა ძალადობას, რატომ დარეკეთ პოლიციაში?" - პასუხობდა პროკურორი. მოსამართლის შემოსვლამდე პროკურორი უხსნიდა ქალბატონს, რომ პროცესის დაწყების დროს, შეენარჩუნებინა სიმშვიდე, რადგან შესაძლოა დაჯარიმებულიყო და უფრო მეტად დამძიმებულიყო ოჯახის სოციალური მდგომარეობა.
პროკურატურის მტკიცებით, 60 წლის მამაკაცმა, გასული წლის 28 დეკემბერს, საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი გოგონას თანდასწრებით მეუღლეს ეკამათა, რის შემდეგაც თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მომხდარს ბრალდებული უარყოფს, ამბობს რომ მეუღლეს მხოლოდ ეკამათა და მისთვის თავში არ უცემია.
„ 6 შვილი მყავს, ყველაზე პატარა 14 წლისაა, ბატონო მოსამართლე, ვაღიარებ, რომ პატარა ინციდენტი მოხდა, მეუღლეს ვეკამათე, მაგრამ, ისე რომ მისთვის თავში ჩამერტყა ასეთი რამე არ გამიკეთებია, დახვრეტაზეც რომ მივიდეს საქმე, მაინც ვიტყვი, რომ მე ეს არ გამიკეთებია“.-განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს განუმარტა, თუ რა სასჯელი ელოდებოდა მას; რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (შეტყობინება შსს-ს, დაკითხვის ოქმები) მძიმე სასჯელს ითვალისწინებდა. პროკურორმა განაჩენის გამოცხადებამდე შესვენება ითხოვა, შესვენების შემდეგ ბრალდებულმა პოზიცია შეიცვალა და წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
„რაც შეიძლება ყველაზე მსუბუქი სასჯელი მომისაჯეთ“ათხოვნით მიმართა მოსმართლეს ბრალდებულმა. მოსამართლემ მას 1 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
„იმედია ამის შემდეგ, აქ, მე კი არა, არც ერთი ჩემი კოლეგა აღარ გიხილავთ“-უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |