Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ჩორჩანას გასაჭირი - ნივა, რომლითაც მშობიარე ქალი მიჰყავდათ, თოვლში ჩაიფლო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ. დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება. ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის დროს გზაზე ტრაქტორი მუშაობდა.

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივებს დაპირდა, რომ 2019 წელს ახალი გზა სოფელ წაღვლამდე დაიგება: ,,ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს უგზოობას. დარჩენილ ნაწილს მოვხრეშავთ. სასმელი წყლის სისტემასაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა ჩორჩანაში ვიზიტის დროს.

მასთან ერთად შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძეც იმყოფებოდა. მან ყურადღება საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე გამაახვილა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

,,საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებს ზღუდავს. ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ ერგნეთის შეხვედრების დროს," - აღნიშნავს რუსლან აბაშიძე.



შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟი ჩორჩანაში 3 წლის წინ მოამზადა. ჯერ კიდევ მაშინ გვითხრეს, რომ უამინდობის დროს მისასვლელი გზები იკეტება. მაგალითად, ნივა, რომელიც 4 კმ მანძილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მანქანამდე უნდა მისულიყო, თოვლიან ტალახში ჩავარდა. ტალახიდან მანქანის ამოსაყვანად ურემი დაიხმარეს, სასწრაფოს ექიმები კი მეორე სოფელში ელოდებოდნენ.

,,ექიმებს ეგონათ, რომ ქალს მშობიარობა გზაში დაეწყო. ამბის გასაგებად ტელეფონითაც ვერ გვიკავშირდებოდნენ" - ასე იხსენებენ ზამთრის პერიოდს ჩორჩანელები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზების ჩაკეტვის დროს, ავადმყოფ მოხუცებსაც ვერ შველიან.სოფელში სულ 16 კომლი ცხოვრობს.

ამდენივე ოჯახს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე დასახლება მიტოვებული აქვს. უამინდობის დროს ჩორჩანელებს სოფელ წაღვლამდე 4 კმ ფეხით გავლა უწევთ.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.