Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქარელის საბავშვო ბაღებისთვის მისაწოდებელ რძის ხარისხზე ,,ანა" და ,,მამუკა ჭადაშვილი" დავობენ
ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპანია ,,ანა 2007" საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტოს უჩივის. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერიის დაფუძნებულმა სააგენტომ გამარჯვებულად ინდმეწარმე ,,მამუკა ჭადაშვილი" უსაფუძვლოდ გამოავლინა.

,,ი/მ მამუკა ჭადაშვილი მიიჩნია გამარჯვებულად და მიიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად, რასაც არ ვეთანხმებით გარკვეული მიზეზების გამო. ი/მ მამუკა ჭადაშვილს სააგენტომ მოსთხოვა დაეკონკრეტებინა რძის ტექნიკური მახასიათებლები და პროცენტული მაჩვენებლები, თუმცა პრეტენდენტის მიერ დაზუსტებულ დოკუმენტაციაში არასრულად არის მითითებული ზუსტი პარამეტრები და პროცენტული მაჩვენებლები. შეიცავს ისეთ ჩანაწერებს როგორიცაა („არანაკლებ 80-85%“, „არანაკლებ - 80%“, „არაუმეტეს - 16%“; „არაუმეტეს 8.5%“ შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული 0.2 -2 კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში; შეფუთვა: ქარხნული წესით, 0.2 -2 კგ შეფუთვით და ა.შ.)," - აღნიშნულია ,,ანას" საჩივარში.

ამ არგუმენტებიდან გამომდინარე კომპანიის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სატენდერო კომისიამ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გამოავლინა გამარჯვებულად ,,მამუკა ჭადაშვილი" და დაიბარა ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტოს დირექტორი ნინო მაზმიშვილი საჩივარს შემდეგი არგუმენტებით პასუხობს: (ციტირება ზუსტია)

,,მამუკა ჭადაშვილმა წარმოადგინა რძის ტექნიკური მახასიათებლები - ცხიმიანობის პროცენტი არის წარმოდგენილი კონკრეტულად, მაგრამ ვარგისიანობის ვადის პროცენტი ვარირებს, პირველ რიგში შეუძლებელია პრაქტიკიდან გამომდინარე ვარგისიანობის ვადის კონკრეტული პროცენტით მიღება პროდუქციისა. ჩვენ შესყიდული გავქვს მომჩივანი პრედენდენტისაგან რძის პროდუქტები 2018 წელს და ანალოგიურად ამჟამად მომჩივან შპს ,,ანა 2007“-საც წარმოდგენილი აქვს დაზუსტებული ფასების ცხრილი, ასევე გავიზიარეთ შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერის გამოცდილებაც, სადაც დაზუსტებული დოკუმენტაცია მიღებულია მსგავასად (ცხიმიანობა არანაკლებ 15%, ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 90 % და ა.შ) და პრედენდენტი გამოვლენილია გამარჯვებულად. პრაქტიკიდან გამომდინარე პროდუქტის ვარგისიანობის ვადას ვარ მოვითხოვთ ერთ კონკრეტულ %-ზე, რადგან აღნიშნული მოთხოვნა არაფრის მომცემია გარდა იმისა, რომ მიმწოდებლებს შეექმნებათ პრობლემა პროდუქციის შეტანისას. ასევე დაფასოებასთან დაკავშირებით ჩვენ გვესაჭიროება როგორც 0,2 კილოგრამიანი შეფუთვები, ასევე 2 კილოგრამიანი შეფუთვები. ბავშვთა კონტიგენტზეა ეს დამოკიდებული." - აღნიშნულია სააგენტოს პასუხში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.