Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
უფლისციხის ნასახლარში ეთნოგრაფიული სოფელი გაშენდება - აქამდე უცნობი ფოტო
,,წარმოიდგინეთ, როცა ყველა
სტალინის მუზეუმში შედის, მე უფლისციხეში მივდივარ. მე ძალიან მიყვარს
უფლისციხე. როცა ჩავდივარ საქართველოში, მაშინვე უფლისციხეში
მივდივარ. ეს არის საოცარი ადგილი. იქ მუშაობს ერთი კარგი ადამიანი,
გიდია." - გვითხრა გერმანულ-კავკასიური ცენტრის
ხელმძღვანელმა ეკეჰარდ მაასმა.
გერმანულ-კავკასიური ცენტრი ბერლინში მდებარეობს. იქ ინახება წიგნი, საქართველოს კულტურული ძეგლების შესახებ, სადაც სწორედ 1996 წელს სოფელ უფლისციხეში გადაღებული ფოტოა გამოქვეყნებული. qartli.ge-მ ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც ჟურნალისტთა ჯგუფი ეკეჰარდ მაასს გერმანიაში ესტუმრა.
ფოტოზე, რომელიც გერმანელმა მეცნიერმა გადაიღო, სოფელი უფლისციხე ჩანს. დღეს იქ ნასოფლარია.
ნასახლარზე კი ეთნოგრაფიული სოფელი გაშენდება. ამის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ უფლისციხეში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრის შესახებ qartli.ge-ს მუზეუმის ექსკურსიამძღოლი გიგუცა (სტალბერ) თათრიშვილი ესაუბრა. მისი განმარტებით, სააგენტო ამ მიმართულებით დაინტერესებულია:
,,ნიკა ანთიძემ ისაუბრა ასეთ პროექტზე და აღნიშნა, რომ სააგენტო ამ მიმართულებით იმუშავებს. კონკრეტულად, როდის და რა ფორმით დაიწყება მუშაობა, ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა" - აღნიშნავს გიგუცა თათრიშვილი.
სოფელ უფლისციხიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლებმა მტკვრის მეორე მხარეს 1960-იანი წლებიდან დაიწყო. კომუნისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რაკი სოფელში არ არსებობდა შესაბამისი იპირობები, უმჯობესი იყო უფლისციხელებს ახალი სახლები სოფელ ქვახვრელში აეშენებინათ.
სახლები თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში 90-იან წლებამდე შემორჩა.
ქვემოთ ფოტოებზე: ეკეჰარდ მაასი და მის მიერ დაფუძნებული გერმანულ-კავკასიური ცენტრი

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |