Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სახალხო დამცველი: ,,6 ქალაქში განთავსებული სადგურით არ იზომება ჰაერში ყველა მავნე ნივთიერების კონცენტრაცია"
2019 წლის 26 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხთან დაკავშირებით
სპეციალურ ანგარიში წარმოადგინა. როგორც საკითხის შესწავლამ
გამოკვეთა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა,
რასაც მრავალი გარემოება განაპირობებს:
• პრობლემურია, რომ ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება. კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი და ჭიათურა) სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა; არ არის ინტეგრირებული მოდელირების სისტემა; არ იზომება ჰაერში ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის შეფასების პროგრამის ასამოქმედებლად მუშაობს
• მავნე ნივთიერებებთან: გოგირდის დიოქსიდთან (SO2), აზოტის დიოქსიდთან (NO2), აზოტის ოქსიდებთან (NOx), ნახშირბადის მონოქსიდთან (CO) ერთად, განსაკუთრებით სახიფათოა მტვრის ნაწილაკები (PM10, PM2.5), რაც გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება. საბოლოო ჯამში, ამ ნივთიერებათა სიჭარბე ზრდის ინსულტის, სიმსივნეების, რესპირატორული, კარდიოვასკულარული, ღვიძლის, თირკმლის და ფილტვის დაავადებების რისკს
• ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა (45%-ზე მეტი 20 წელზე ძველია) ამძიმებს. 2019 წლიდან ამოქმედდა სრულად ტექდათვალიერება, თუმცა ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა
• შსს–ს არ აქვს ისეთი მანქანების გამოვლენის ეფექტური მექანიზმი, რომელთაც, ერთჯერადი ხელოვნური ჩარევის შედეგად, გავლილი აქვს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა მაინც აფრქვევს მავნე ნივთიერებებს
• დედაქალაქში ეტაპობრივად ხდება მუნიციპალური ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც საქართველოში არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს და ტექნიკური გამართულობის მიუხედავად, დაბინძურების საფრთხეს ქმნის.
• რაც შეეხება საწვავის ხარისხზე განხორციელებულ მონიტორინგს, 2016 წელს სინჯები აღებული და შეფასებული იქნა მხოლოდ 9 ავტოგასამართი სადგურიდან, ხოლო 2017 წელს - 18 სადგურიდან, რაც ძალიან მცირე რიცხვია. მართალია, 2018 წელს შემოწმდა 143 ავტოგასამართი სადგური, თუმცა მათგან 136 ობიექტიდან აღებული იქნა მხოლოდ ბენზინის სინჯები და მასში მხოლოდ ტყვიის შემცველობა განისაზღვრა. ამდენად, არც გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგი შეიძლება იქნეს მიჩნეული ეფექტური ზედამხედველობის ფორმად.
• სამშენებლო პროცესში მყარი ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევას განაპირობებს ისეთი საქმიანობები, როგორებიცაა: დემონტაჟი, ბეტონის, ბურღვა, ქვიშის დაყრა, შედუღება, შეუფუთავი სამშენებლო მოედნებიდან მტვრის გაფრქვევა და სხვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით უმოკლეს ვადებში გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და მოხდეს ერთის მხრივ ამ პროცესის მკაცრი რეგულირება და მეორეს მხრივ დადგინდეს მკაცრი პასუხისმგებლობა ამ წესების დარღვევისათვის.
სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს; ამ დრომდე დანერგილი არ არის სამეწარმეო საქმიანობიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციის ქმედითი ბერკეტები; ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ძირითადი წყაროები (მრეწველობა, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) არ ექცევა ქმედითი გარემოსდაცვითი რეგულაციების ქვეშ, ხოლო ჰაერის დაცვის სფეროში დადგენილი ცალკეული სანქციები ვერ უზრუნველყოფს რეგულაციების განგრძობითი უგულებელყოფის პრევენციას.
მიუხედავად იმისა, რომ რისკების შემცირებას ხელს უწყობს მწვანე ურბანული სივრცეები, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ქუთაისში დაახლოებით 8 მ2-ს შეადგენს, ბათუმსა და რუსთავში 5-6 მ2-ს, თბილისში კი დღემდე არ არის განსაზღვრული. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ძირითადად 25 მ2-ს აღემატება.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და პრევენციისთვის სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მუნიციპალიტეტს – როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკის დონეზე, დროული და ქმედითი ღონისძიებების განხორციელების რეკომენდაციებით მიმართა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |