Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორელ ბიზნესმენების აზრით, ჭირს კარგი მენეჯერებისა და პერსონალის დაქირავება
,,მეწარმეების თქმით, რთულია კარგი მენეჯერების, რესტორნის/სასტუმროს მომსახურე პერსონალის, ბუღალტრების, მექანიზატორებისა და შემდუღებლების დაქირავება." - ამის შესახებ გორის ეკონომიკური განვითარების ახალ გეგმაში წერია, რომელიც გორის საკრებულოს გუშინ წარუდგინეს. დოკუმენტს 11 მარტს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

დოკუმენტის მიხედვით, უნარებისა და ადამიანური კაპიტალის სიმწირე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უჭირთ კვალიფიციური კადრების მოძიება.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, რის ფარგლებშიც ხდება სტუდენტთა დასაქმება და მათი პროფესიული პრაქტიკის განხორციელება.

გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი უნივერსიტეტი, რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი და საგანმანათლებლო/კვალიფიკაციის ასამაღლებელი დაწესებულება, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ და მიიღონ შემდეგი პროფესიული კვალიფიკაცია: მეხილე, ხილბოსტნეულის გადამამუშავებელი, რძის გადამმუშავებელი, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სტილისტი ქალი/მამაკაცი, მასაჟისტი, ბუღალტერი, ოფის მენეჯერი, მეფილე-მომპირკეთებელი, მებათქაშე, მღებავი, ელექტრიკოსი, დურგალი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, შემდუღებელი, კალატოზი.

2017 წელს აღნიშნულ პროფესიებზე ჩარიცხულ იქნა 399 სტუდენტი, რაც 2016 წლის ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობას 125 სტუდენტით აღემატება.

რაც შეეხება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები სამართალმცოდნეობა, ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა და ფინანსებია.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს კვალიფიციური სპეციალისტებისა და შესაბამისი ცოდნის დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოვლის, თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენების, სურსათის უვნებლობის, მარკეტინგული საქმიანობების, მენეჯმენტის, თანამედროვე სტანდარტების შესახებ და რთულია აღნიშნულ სფეროებში პროფესიონალური კონსულტაციების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად გორის მუნიციპალიტეტი აგრარულია და ადგილობრივი ეკონომიკა დიდწილად აღნიშნული დარგის სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული. 

ფოტოს ავტორი მიშა პალვინი - miha palvin
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.