Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში 10-მდე ოჯახს ზედმეტად მიღებულ 60-ლარიან დახმარებას უკან სთხოვენ
გორის სასამართლო იხილავს სამოქალაქო საქმეებს, სადაც მოსარჩელე  მომსახურების სააგენტოა, ხოლო მოპასუხე - ყოფილი სოციალურად დაუცველები. დავის საგანს სხვადასხვა ოდენობის თანხა წარმოადგენს, რომელიც, სააგენტოს იურისტის ცნობით, ბენეფიციარს ზედმეტად დაერიცხა.

მოპასუხეებს შორის არის ისეთი ოჯახები, რომელთაც ზედმეტად 60 ლარი დაერიცხათ. ასეთი 10-მდე მოქალაქეა.

სამოქალაქო დავა სახელწიფოსა და მოქალაქეებს შორის, საინფორმაციო ბაზის განახლების შემდეგ წარმოიშვა. ჯერ კიდევ, 2018 წლის დეკემბერში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, სარეიტინგო ქულების მინიჭების პროცესს დააკვირდნენ და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ცვლადის ავტომატური განახლება არ ხდება. ამის შესახებ სპეციალური დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროსთვის მოამზადეს.

პროგრამის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, მაგალითად, 2015 წლის პირველ აპრილამდე ბენეფიციარებზე ზედმეტად გადარიცხული საარსებო შემწეობის თანხების (767 526 ლარს) ლეგალიზება მოხდა; 2015 წლის პირველი აპრილიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გადარიცხული თანხების ოდენობა 900,500 ლარს აღწევდა.

აუდიტის მასალების მიხედვით, სააგენტო ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას ვერ ახორციელებს. ასევე არ ხორციელდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება აპლიკაციაში.

,,კერძოდ, დროთა განმავლობაში კონკრეტული ბენეფიციარის ასაკის ცვლილებასთან ერთად, აპლიკაციაში ასახული ასაკი ავტომატურად არ იცვლება. ზემოხსენებულ გარემოებას გავლენა აქვს ოჯახის სარეიტინგო ქულასა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის ოდენობის განსაზღვრაზე. აღნიშნული გარემოება ზრდის საბიუჯეტო რესურსების ადეკვატური ხარჯვის რისკს." - აღნიშნავს აუდიტი.

აუდიტის ჯგუფმა შეაფასა ასევე განათლების დონის მაჩვენებლის გავლენა სარეიტინგო ქულაზე, სიმულაციის შედეგებმა ცხადყო, რომ განათლების დონის მაჩვენებელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულასა და გადასახდელი თანხის მოცულობაზე.

,,არსებობს რისკი, რომ მაძიებელმა ოჯახმა განზრახ დამალოს ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაცია, რის შედეგადაც სააგენტო ვერ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლებამოსილი პირებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნას." - აღნიშნავს აუდიტი.

აუდიტი თვლის, რომ მოსაწესრიგებელია საინფორმაციო ბაზა როგორც განათლების სამინისტროში, ასევე, მოხმარებული ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდისას ბანკში.

საარსებო შემწეობის პროგრამა საქართველოში 2006 წლიდან მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისთვის საარსებო მინიმუმის გაცემით, ქვეყანაში სიღარიბის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრა და სოციალური რისკების შემცირება.

 

 

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.