Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ევროკავშირის მისია: ,,დიდ ხურვალეთში სიმშვიდეა"
,,დიდ ხურვალეთში სიტუაცია მშვიდია" - ამ განცხადებას ტვიტერზე ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰუგი ავრცელებს. პოსტის მიხედვით, გამყოფ ხაზთთან, რომელიც სოფელს ორად ჰყოფს, ის გორის მერთან ერთად იმყოფებოდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე გუშინაც იმყოფებოდა. მისიის წევრები მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ მაშინაც ნახა, როდესაც, მისი თქმით, ნაკვეთებში რუსი სამხედროები შევიდნენ.

დღის მეორე ნახევარში გავრცელდა მისიის წარმომადგენლობის განცხადებაც: ,,ბორდერიზაციის ახალი ნიშნები არ შეიმჩნევა. უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე, მაგრამ ჩვენ არ აღგვირიცხავს ინციდენტები. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, გამოიყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად."

,,ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას არ აქვს ადგილი. შევხვდი მოსახლეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. პანიკის საფუძველი არ არსებობს და მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ჩვენ ადგილობრივებთან გვაქვს კომუნიკაცია და დღეს, ისევე როგორც გუშინდელი შეხვედრის დროს აცხადებენ, რომ პანიკისა და საფრთხის საშიშროება არ არსებობს. ჩვენთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ." - აცხადებს გორის მერი, რომელიც ხურვალეთში დღესაც იმყოფებოდა.

ქრონიკა:

13 მარტი

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 15 მარტს, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთს დაამუშავებს. ამისათვის, მან სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომების მიღება სთხოვა.

14 მარტი:

ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვით, მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" წევრები პროვოკაციას და ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გეგმავენ. დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ისინი მზად იყვნენ ე.წ. საზღვარი დაეცვათ და ნებისმიერი პირი, ვინც ამ ხაზს გადაკვეთდა, დაპატიმრებული იქნებოდა.

15 მარტი

შუადღეს, 13 საათზე ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია სათაურით: ,,sos, ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და დაიკავეს სოფლის შესასვლელი"

13:20 წთ-ზე ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერმა მხარდამჭერებს ხურვალეთში წასვლისკენ მოუწოდა. ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ხურვალეთის I საგუშაგოსთან გზა გადაკეტილი დახვდათ.

ადგილობრივების კომენტარები:

პარალელურად, qartli.ge უკავშირდება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მათ შორის, სკოლის პედაგოგებს. სკოლა გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარეობს. პედაგოგი ზიზი კურმაშვილი აცხადებდა, რომ სასწავლო პროცესმა ისე ჩაიარა, რომ არც პედაგოგებს და არც მოსწავლეებს რუსი სამხედროები სოფელში შესული არ უნახავთ.

qartli.ge ასევე დაუკავშირდა სოფლის წარმომადგენელს ირინა მაყიშვილს, რომლის განცხადებით, სოფელში რუსი სამხედროები არ შესულან; ისინი მხოლოდ იმ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, სადაც სავარაუდოდ დავით ქაცარავას მიწის დამუშავება ჰქონდა გადაწყვეტილი.

17 საათზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ხურვალეთის საგუშაგო ჟურნალისტებისთვის გაიხსნა. მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.

სოფლის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილი მოსახლეობა აცხაადებდა, რომ პანიკა უსაფუძვლოდ შექმნეს. რამდენიმე მათგანი რუსი სამხედროების პატრულირებას ყოველდღე ხედავს, თუმცა დღეს განსაკუთრებული მათთვის არაფერი მომხდარა.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.