Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
ერედვის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
ფოტოზე:
28 წლის წინ მოკლული ოსი მოქალაქეები
1991წლის 18 მარტს ერედვში ტრაგედია მოხდა.12 ადამიანი, რომელიც ოსურ სოფლებიდან - დმენისიდან, ხელჩუადან და ზემო ქერედან ,,ურალის" მარკის ავტომანქანით, ცხინვალისკენ მიდიოდა, ერედვთან ჩამოსხეს.
,,ურალში" სულ25 ადამიანი იმყოფებოდა. ქალები და ბავშვები გაათავისუფლეს.12 მამაკაცი კი, გაუჩინარდა. მათ ნეშტებს, გორის პროკურატურის დახმარებით, მხოლოდ, 1993 წელს მიაგნეს.
ეს ამბავი უკავშირდება იმავე 1991 წლის 18 მარტს წვერიახოს მთაზე 4 ქართველის, მათ შორის, მერაბ მინდიაშვილის (,,ვიროს") მკვლელობის ფაქტს. ორივე შემთხვევა ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიაში ერთ-ერთ გამოუძიებელ საქმეებად რჩება და ადამიანთა წამებასთანაა დაკავშირებული.
ამ ამბებს 1991 წლის მარტში გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა" საერთოდ არ ახსენებს. უცნობი რჩება იმ პერიოდის სახელისუფლებო გაზეთით შს სამინისტროს პოზიცია.

ფოტოზე: 28 წლის წინ წვერიახოს მთაზე მოკლული მერაბ მინდიაშვილი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, ყოველწლიურად, დაღუპულთა საფლავებზე იკრიბება, იხსენებს ტრაგიკულ დღეს და გარდაცვლილ ოსებს. ოსური მედია ვრცელ ადგილს უთმობს დაღუპულთა ახლობლების მოგონებებს.
28 წლის წინ მარტში საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმისთვის ემზადებოდა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კი, 17 მარტს ცალკე რეფერენდუმი ჩაატარეს. ავტონომიური ოლქი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენას ითხოვდა, ეროვნული მოძრაობა კი, - საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას. საბოლოოდ, რეფერენდუმი 31 მარტს შედგა. ოფიციალურ წყაროების ცნობით, რეფერენდუმის მიხედვით, მოსახლეობის 99%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას.
საქართველოს ხელისუფლებამ, პირველად, 2007 წელს, დიმიტრი სანაკოევის ინიციატივით, შეძლო 1991 წლის 18 მარტს დაღუპული მოქალაქეების საფლავებზე მისვლა და პატივის მიგება. ეს იყო ,,პატიებისა და შერიგების აქცია”, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, შეწყდა:
,,ჩემი მოწოდებაა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისადმი, ოსებისა და ქართველებისადმი, გვახსოვდეს ის, რაც მოხდა და დავიწყოთ მოძრაობა შერიგებისთვის. ჩვენ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, რათა ჩვენმა შვილებმა აღარ გამოსცადონ ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ ერთად მეგობრულად ცხოვრება. " - განაცხადა სანაკოევმა პატიებისა და შერიგების აქციაზე.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |