Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
მეხილეები ავტობანზე დარსა და ავდარში


ფოტოზე: რუსუდან ბურჯანიძე

81-წლის ტარიელ კოკუაშვილი სოფელ ფცაში მარტო ცხოვრობს. წელიწადის ოთხ დროს ავტობანზე ხილს ყიდის. ყოველდღიურად სოფელ არადეთის გადასახვევთან მიდის. ავტობანიდან ფცამდე 11 კმ-ია.

,,81-წლის კაცი ვარ, სახლში არავინ მყავს. მოსავალი მოვიყვანე. ჩაბარებით კი, ვერსად ჩავაბარე. 8-10 თეთრი უნდა გადაგიხადოთო. წაღებით კი, ვერსად მიგვაქვს. ამიტომ, მოგვაქვს აქ ხილი და ვყიდით. ამ წვიმასა და მზეში ვდგავართ. აქ ვედრო 5 ლარად მიაქვთ" - ამბობს ტარიელ კოკუაშვილი.

ამავე ასაკისაა რუსუდან ბურჯანიძე. ამბობს, რომ ოპერაცია ორი კვირის წინ გაიკეთა, მიუხედავად ამისა, ავტობანზე გასვლა და ხილის გაყიდვა უწევს. ,,ამ ერთ წელიწადში ჩემ სახლში ოთხი ოპერაცია გაკეთდა. ბოლოს ორი კვირის წინ გავიკეთე ოპერაცია. წეღან ჩემი შვილი ამოვიდა, ისიც ექიმთანაა წასასვლელი. იქნებ რამე იშოვო, რომ ხვალ ექიმთან წავიდეო"- ამბობს რუსუდან ბურჯანიძე.



ფოტოზე: ტარიელ კოკუაშვილი

მეუღლე ჰყავს ავად დალი ჯავახიშვილს. ის სოფელ არადეთიდანაა. ამბობს, რომ მეუღლის სამკურნალოდ უკვე 25 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ოჯახს მედიკამენტების შესაძენადაც ჭირდება თანხა. დალი ჯავახიშვილიც შიშობს, რომ ავტობანის ჩაკეტვით, შემოსავლის წყაროს დაკარგავს.

არადეთის გადასახვევთან ხილს 8 სხვადასხვა სოფლის წარმომადგენელი ყიდის. ეს სოფლებია: არადეთი, საღოლაშენი, წვერი, წვერიოსები, ბრეთი, ფცა, დოღლაური და ბებნისი. ისინი წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე იდგნენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, დახლების განთავსება კონკრეტულ ტერიტორიაზე შესთავაზეს. ზაზა გულიაშვილი დაპირდა, რომ  შესაბამის ინფრასტრუქტურასაც მოუწყობდა, თუკი ყველა ერთად იქნებოდა.

დღეს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ,,თვალამრიდების" დამონტაჟება დაიწყეს. რკინის კონსტრუქციების დამონტაჟების შემთხვევაში, გზად მიმავალი ავტომანქანები ხილის ბაზრობასთან ვეღარ გაჩერდებიან. ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანების ინტერესების დასაცავად.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.