Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
აბისის ციხე-გალავნის გალავანი (Photo)
აბისის ციხე-დარბაზთან ერთ წელზეა მეტია სამუშაოები შეჩერებულია. ძეგლის გარშემო ბლოკით გალავანი შემოარტყეს.

ერეკლე მეორის დროს აზნაურ მახვილაძეების მიერ აშენებულ საფორთიფიკაციო ნაგებობას რეაბილიტაცია 2014 წელს ჩაუტარეს.

როგორც ადგილობრივებმა qartli.ge-ს განუცხადეს, გალავნის შიგნით ნათლისმცემლის ეკლესია შენდება, ხოლო ციხეს ბერ-მონაზვნებისთვის გამოიყენებენ. 



2015 წ. 8 დეკემბერსარქიმანდრიტს განემარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან მის დამცავ ზონაში სამუშაოების განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის შესაბამისად გაცემული ძეგლზე სამუშაოების სანებრათვო მოწმობა ან ძეგლის დამცავ ზონაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დადაებითი დასკვნის საფუძველზე, ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა.
.



სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაოების მწარმოებელს მიეცა მითითება, რომ დაუყოვნებლივ შეაჩეროს უნებართვო სამუშაოები და მოიყვანოს ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში.

,,აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება ყველა ის საჭირო და უმკაცრესი ღონისძიება რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია"- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.



არქიმანდრიტმა რაჟდენ აბუაშვილმა, ინსპექციის წარმომადგენლებს ადგილზე განუმარტა, რომ სამუშაოებს აწარმოებს 2012 წელს საპატრიარქოს საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2014 წელს სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად “საქართელოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის” დაფინანსებით, განხორციელდა აბისის ციხე-დარბაზის რეაბილიტაცია.




სოფელი აბისი მდებარეობს მდინარეების ლოპანისწყლისა და ფრონეს შესართავთან, ქარელიდან 15 კილომეტრზე. პირველად მოხსენიებულია 1633 წელს საბუთში, როგორც ავალიშვილების კუთვნილი მამული.

1779 წელს სოლომონ რევაზისშვილისა და გლახა მახვილაძის შორის აბისის მფლობელობის თაობაზე ატეხილი დავა ერეკლე II-მ გლახა მახვილაძის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს სოფლის გარეუბანში, მდინარე ფრონეს მარჯვენა და ტკოცურას ხევის მარცხენა ნაპირზე. ციხე-დარბაზი აგებულია XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში ციხე-დარბაზის ეკლესია, მისი სამხრეთ კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად, აგებულია 1754 წელს აზნაურ ზაალ მახვილაძის დაკვეთით.

ზაალ მახვილაძეს განუზრახავს მოთარეშე მტრების მიერ დარბეული ამ მიდამოების აღდგენა. მახვილაძეების სოფელ აბისზე მფლობელობის უფლებას ადასტურებს, ერეკლე II-ის 1789 წლის ბრძანება გლახა მახვილაძისადმი, როდესაც მტრის შემოსევის დროს ციხე-დარბაზში არ შეუშვია სოფლელები. აბისელებს მეფესთან უჩივლიათ. განრისხებულ მეფეს უბრძანებია:

„ჩვენი ბრძანება არის, მახვილაძევ გლახავ, მერე ეს აბისელები ვინცავინ დღეს მანდ სახლობენ, როდესაც მაგ შენს ციხეში დასახიზნავად მოვიდნენ და არ შეუშვი, ფიცითა გწერთ, რომ მაგ ციხეს ძირიდამ გადმოგიბრუნებთ, ასე იცოდე, თუ რომ არ შეუშვი“.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.