Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
სასამართლო პროცესზე გორში მოკლული 8-წლის გოგონას დედა დაკითხეს
"ბრალდებულს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის
მიზეზი მაინტერესებდა. ბუნებრივია, პასუხი ვერ გამცა" -
ამის შესახებ ჟურნალისტებს გორში მოკლული 9 წლის ნანიკო
ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა განუცხადა.
ის დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. თუმცა, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, დაკავებულს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა.
„ბრალდებულს არანაირი კითხვა არ ჰქონია, რაც შეეხება ჩემს ჩვენებას, ბავშვის შესახებ ვისაუბრე, როგორ, რა გზით დადიოდა სკოლაში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიცნობდი თუ არა, იმ ავადმყოფს. მას კითხვები მე დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი ვერ გამცა. ბუნებრივია, ვერც მიპასუხებდა. ამ ყველაფრის, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ „კუჭი ტკივა“ და ვერ ლაპარაკობს, ენა გადაეყლაპა. პირადად ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგრამ სასამართლოში გამოაცხადა, კუჭი მტკივაო და პროცესის ჩაშლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ გადადო, რადგან ექიმის მიერ არის შემოწმებული და იციან, რომ არაფერი აწუხებს. ახლაც შეამოწმეს და არანაირი კუჭი არ აწუხებს", - განაცხადა ლალიაშვილმა.
პროცესის მიმდინარეობაზე მედიასთან დეტალურად ისაუბრა საქმის პროკურორმაც. ნანა გუგუტიშვილის თმქმით, პროცესი "საკმაოდ რთული და ემოციური იყო".
"მან (დედამ) სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი იყო. დანაშაულის ჩადენის გარემოებების შესახებ, ზოგადად, ბავშვის დაკარგვასთან დაკავშირებით ისაუბრა. საკმაოდ რთული და ემოციური პროცესი იყო. მან ისაუბრა ასევე მკვლელობის დღეს ბავშვის მდგომარეობაზე, რა ნივთები ჰქონდა თან, როგორ გაიგო მომხდარის შესახებ, ძებნის პროცესზე და შემდეგ ბავშვის ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით. ასევე სასამართლოზე დააფიქსირა პოზიცია, რაც მას, როგორც გარდაცვლილის დედას ბრალდებულის მიმართ ჰქონდა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
წყარო: ,,ინტერპრესნიუსი"

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |