Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ეგორ კოჩიევი ხურვალეთის შესახებ: ,,ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ..."
დღეს, ერგნეთში 92-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი იგორ კოჩიევი რადიო ,,თავისუფლებას" ხურვალეთში 15 მარტს მომხდარი ინციდენტის შესახებ ესაუბრა. რადიო ,,თავისუფლება" საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს:

ჟურნალისტი:ა მოხდა ხურვალეთში?

ეგორ კოჩიევი:
რისი მოსმენა გსურთ ხურვალეთზე?

ჟურნალისტი: იქ ინციდენტი იყო? ადგილობრივები ამბობდნენ, რომ შეიარაღებული პირები შევიდნენ.

ე.კ.: როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ხურვალეთში ინციდენტებამდე საქმე არ მისულა. ახლაც სხდომაზე ამაზე ვლაპარაკობდით, რომ ზუსტად იმოქმედეს საქართველოს სამართალდამცავებმა, ზუსტად იმოქმედეს სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის მხრიდან და ევროკავშირის მეთვალყურეების შუამავლობით, სერიოზულ ინციდენტამდე ხურვალეთში საქმე არ მისულა.

ჟურნალისტი: და, რა მოხდა იქ?

ე.კ.:აქართველოში გყავთ აქტივისტი, დავით ქაცარავა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ [აქ რამდენიმე სიტყვა ცუდად ისმის - რ.თ.] რუსეთის ძალები იკავებენ ხურვალეთს. სინამდვილეში, არც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არც შერიგების მინისტრს (ზუსტად არ ვიცი, როგორ ჰქვია მის თანამდებობას), ქეთევან ციხელაშვილს არ დაუდასტურებიათ, რომ რუსეთის სამხედროები, რომელიმე სხვა სამხედროები, ან სამხრეთ ოსეთის სამხედროები იმყოფებოდნენ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალა იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ინციდენტამდე საქმე არ მისულა.

ჟურნალისტი: რას ნიშნავს ინციდენტამდე საქმე არ მისულა?

ე.კ.: ეს ნიშნავს იმას, რომ ინციდენტამდე საქმე არ მისულა. ეს არ შეიძლება კიდევ რამეს ნიშნავდეს. ეს იყო პროვოკაცია, რომლის მოწყობასაც ცდილობდნენ „ძალა ერთობაშია“-ს აქტივისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ გაყრიან ძალებს, რომლებმაც დაიკავეს საქართველოს ტერიტორია. სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ეს აქტივისტები დროულად რომ არ შეეჩერებინათ ქართველ პოლიციელებს, შეიძლებოდა ეს ინციდენტით დასრულებულიყო.

ჟურნალისტი: რა სახის ინციდენტით?

ე.კ.: რა ინციდენტი იგულისხმება, ჰკითხეთ ქაცარავას. რის გაკეთებას აპირებდა ის ამ რაიონში. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მისთვის კითხვის დასმა?

ჟურნალისტი: მან განაცხადა, რომ სურდა ადამიანებს დახმარებოდა მიწის დამუშავებაში.

ე.კ.: მათ მაგივრად უნდა დაებარა მიწა?

ჟურნალისტი: დაეთესა, მოეხნა.

ე.კ.: მოხნას თავის ტერიტორიაზე. რატომ უნდა შეძვრეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კარგად არ მესმის.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.