Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ექიმთა მაძიებლების ნაწილს მუშაობა არ სურს - მინისტრის მოადგილე
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი სტატუსის მქონე
დასახლებების სამედიცინო დაწესებულებებისათვის რამდენიმე პრობლემა
გამოიკვეთა. რეზიდენტთა ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში ექიმთა მაძიებლები არიან, აღნიშნულ დაწესებულებებში
დასაქმებაზე უარს აცხადებს.
ჯანდაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღებისას, რეზიდენტებს გარკვეული ვალდებულებების შესრულება დაეკისროს. ამ მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებიდან მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრობლემას ადამიანური რესურსების ნაკლებლობა წარმოადგენს, რათა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და მთიან დასახლებებში ექიმებმა იმუშაონ. განსაკუთრებით ეს ტუბერკულიოზისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებს ეხება. მინისტრის მოადგილე ოფიციალურ წერილში აღნიშნავს, რომ ამ სფეროში, ახალი თაობიდან, საექიმო მაძიებლების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
მისი ინფორმაციით, ფთიზიატრია და ფსიქიატრია საქართველოში დაბერებადი პროფესიაა. მაგალითად, დასაქმებული ფთიზიატრების 69.8% წინა-საპენსიო და საპენსიო ასაკისაა (≥ 55 წელზე). ხოლო ფსიქიატრიაში სერტიფიცირებული ექიმების 66% არის 50 წელს გადაცილებული.
მინისტრის მოადგილის ცნობითვე, ახალგაზრდების შემოდინება ნაკლებად ხდება საექიმო სპეციალობაშიც - "პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)". რეესტრში დაფიქსირებული 110 სპეციალისტიდან 72 (65%) არის 50 წელს გადაცილებული.
,,ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად მიგვაჩნია, გაფართოვდეს იმ რეზიდენტების წრე, რომელთა დიპლომისშემდგომ მზადებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი." - სწერს მინისტრ დავით სერგეენკოს მისი მოადგილე.
სარეზიდენტო პროგრამებში 2019 წელს ჩარიცხული მაძიებლები შემდეგ საექიმო სპეციალობებზეც იქნებიან - "პათოლოგიური ანატომია (კლინიკური პათოლოგია)", "ფსიქიატრია", "ფთიზიატრია-პულმონოლოგია", "ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია"
სარეზიდენტო პროგრამებში იქნებიან ის საექიმო სპეციალობის მაძიებლები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 000-ზე ნაკლები.

იხ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის წერილი
Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |